top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა დაბადების დღე ბავშვების წრეში აღნიშნა

17 დეკემბერს, საკუთარი დაბადების დღე პაპმა ფრანცისკემ წინდა მართას სახელობის ვატიკანის ბავშვთა დისპანსერის ორასამდე ბავშვთან გაატარა. მათ წმინდა მამას 87-ე დაბადების დღე მიულოცეს და დიდი ტორტი მიართვეს.

საბავშვო სპექტაკლის შემდეგ პაპმა მიმართა პატარა პაციენტებს, მონაზვნებს, მოხალისეებსა და მშობლებს, მადლობა გადაუხადა ასეთი საჩუქრისთვის და პატარებს შობის, როგორც უდიდესი დღესასწაულის მნიშვნელობა შეახსენა: ”უფალი მოვიდა, რათა ჩვენთან ყოფილიყო. მოდით დავფიქრდეთ და ჩვენი გულები შობისათვის მოვამზადოთ, რათა იესო მივიღოთ. აბა, ყველამ იფიქრეთ რას შესთხოვთ ამ შობას იესოს?“ - თქვა პაპმა და მშობლებს ბედნიერი შობის დღესასწაული უსურვა.



1922 წელს, პაპ პიუს XI - ის მიერ დაარსებული წმინდა მართას სახელობის ბავშვთა დისპანსერი უფასოდ ემსახურება მოწყვლად ბავშვებს განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა. დღეისათვის  დისპანსერს წმინდა ვინსენტ დე პოლის გულმოწყალე ასულთა კონგრეგაციის მონაზვნები ემსახურებიან, ხოლო ხელმძღვანელობს საქველმოქმედო მსახურების ვატიკანის დეპარტამენტის უფროსი, კარდინალი კონრად კარიევსკი.


 

წყარო: www.vaticannews.va

შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page