პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილებით, "დონ მიმო", იმ კარდინალების სიას შეუერთდება, რომლებიც სტატუსს 7 დეკემბერს მიიღებენ.
მას შემდეგ, რაც ინდონეზიელმა ეპისკოპოსმა, პასკალის ბრუნომ კარდინალობის სტატუსზე უარის განაცხადა, პაპმა ფრანცისკემ კარდინალობის კანდიდატებს ნეაპოლის არქიეპისკოპოსი დაამატა.
61 წლის დომენიკო ბატალეა, რომელიც ცნობილია, როგორც „დონ მიმო“ კალაბრიაში დაიბადა. იგი 2020 წლიდან, ნეაპოლის მთავარეპისკოპოსია.
2022 წელს, პაპმა ფრანცისკემ სასულიერო პირი არაქიეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. იგი ცნობილია თავისი სოციალური აქტივობებითა და ნარკოდამოკიდებულ ახალგაზრდებთან მუშაობით.
კარდინალობის 21 კანდიდატის სია პაპმა გასულ კვირას გამოაცხადა. ნეაპოლის არქიეპისკოპოსის დამატებით, კანდიდატთა რაოდენობა არ იცვლება.
შოთა გიქოშვილი
Kommentit