top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პაპმა ფრანცისკემ ღვთისმშობლის ფიგურა გვირგვინით შეამკო

8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის დღესასწაულზე, პაპმა ფრანცისკემ გვირგვინით შეამკო ღვთისმშობლის ქანდაკება და სანტა მარია მაჯორეს ტაძარში ილოცა. ტრადიციულად, მან  მოილოცა რომში მოედანი “Piazza di Spagna”, რათა აღესრულებინა ღვთისმშობლისადმი პატივის მიგების ტრადიცია. 

 


მიძღვის აქტის შესრულების შემდეგ, წმინდა მამა გაემართა პიაზა დი სპანიასაკენ, სადაც დახვდნენ ახალდადგენილი კარდინალი, რომის ეპარქიის ვიკარიუსი ბალდასარ რეინა და ქალაქის მერი რობერტო გვალტიერი.

 

ნეტარი ქალწულის საგალობლებისა და ლიტანიის შემდეგ, პაპმა წაიკითხა ლოცვა, რომელშიც გამოხატა „სიყვარული და მადლიერება“, ასევე სიმბოლურად, ყვავილებით შეამკო ქანდაკება.  

 

პაპი ფრანცისკე ასევე შეეხო 2025 წლის იუბილეს,  რომელიც უახლოეს კვირებში გაიხსნება. ისაუბრა მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული სირთულეების, მომლოცველთა დასახვედრად ქალაქის მომზადების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი აჩვენებს –   „რომი ცოცხალია“ და ღიაა განახლებისა და სტუმართმოყვარეობისთვის.

პაპმა განაცხადა, რომ ჭეშმარიტი იუბილე მოითხოვს შინაგან კონცენტრაციას სულების მშენებლობისათვის –  „ეს იუბილე მოგიწოდებთ ჩაიხედოთ საკუთარ სულებში, გულებში, შეხედოთ საკუთარ ოჯახებს და გადახედოთ ურთიერთობებს, რათა მოამზადოთ გზა უფლისათვის, რომელიც მოდის. სულიწმინდის მადლი არის სულიერი აღორძინება, მიტევება და სოციალური განთავისუფლება. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ ჩავიკარგოთ მომზადების პროცესებსა და ღონისძიებებში.

 

დასასრულს, პაპმა ფრანცისკემ მადლიერება გამოხატა ღვთისმშობლისადმი იმ იმედისათვის, რომელსაც იგი იძლევა იესოში. იმ იმედისათვის, რომელიც იქნება ჩვენი ზეიმის მიზეზი, მთელი საიუბილეო წლის მანძილზე.

 შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page