top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 8 დეკემბერს გაიხსნება

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხელახლა გახსნა 2024 წლის 8 დეკემბერს იგეგმება. ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

ტრაგიკული ხანძრიდან 5 წლის შემდეგ, პრეზიდენტი ხალხს პარიზის საკულტო ტაძრის აღდგენასა და გახსნას დაჰპირდა. მისი გახსნა, სიმბოლურად, 8 დეკემბერს, ღვთისმშობლის უმანკოდ ჩასახების დღესასწაულზე დაინიშნა. კითხვაზე, ნამდვილად გაიხსნება თუ არა ტაძარი 8 დეკემბერს, მაკრონმა უპასუხა: “ყველანი მობრძანდით და მოინახულეთ გახსნილი ტაძარი”.

 

2019 წლის 15-16 აპრილს გაჩენილმა ცეცხლმა, ტაძრის ცენტრალურ ნაწილში და სახურავი ჩამოანგრია. დაშავდა ორი პოლიციელი და მეხანძრე.

ხანძრის გაჩენამდე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ყოველდღიურად, 10 000-მდე მომლოცველს იღებდა, ახლა კი, ტაძარში 2 500 ადამიანზე მეტი ვერ ეტევა. გამოცემა Le Parisien- ის ცნობით, ტურისტების სიმრავლის გამო, ეპარქიაში გახსნილია უფასო ონლაინ ჯავშანი, სადაც მომლოცველებს ტაძარში ვიზიტი რამდენიმე დღით ადრე შეუძლიათ დაჯავშნონ. როგორც ცნობილია, ტაძრის მოლოცვის უფლება, გახსნიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მხოლოდ ინდივიდუალურ მომლოცველებს ექნებათ. გოტიკური ტაძარი ჯგუფებს მხოლოდ 6 თვის შემდეგ მიიღებს.

 

8 დეკემბერს, გახსნისას, ტაძარი სრულად რესტავრირებული არ იქნება,  მისი რესტავრაცია გახსნის შემდეგაც გაგრძელდება.

 

წყარო:  www.wired.it


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page