წმ. გიორგის აღსრულების დღეს კათოლიკე ეკლესია 23 აპრილს აღნიშნავს, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს. სხვადასხვა ქვეყნებში წმინდანის სახელს სხვადასხვა ტრტადიცია უკავშირდება.
აღოჩნდა, რომ წიგნის საერთაშორისო დღე 23 აპრილიც, სწორედ წმ. გიორგის ხსენების დღიდან მოდის.
კატალონიაში, 1456 წლიდან 23 აპრილი, წმ. გიორგის, როგორც ამ რეგიონის მფარველის დღესასწაული სპეციფიკურად აღინიშნება – აქაურები ერთმანეთს ჩუქნიან სიყვარულისა და კულტურის ორ სიმბოლოს: ვარდსა და წიგნს.
ეს დღესასწაული განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დანიშნულ და შეყვარებულ წყვილებში, რასაც საფუძვლად უდევს შუა საუკუნეების ლეგენდა, მძინარე მზეთუნახავის მხსნელ რაინდზე. მზეთუნახავის გამო რაინდმა შუბით გველეშაპი განგმირა და მისი დაღვრილი სისხლის ადგილზე კი ვარდის ბუჩქები აღმოცენდა.
რაც შეეხება წიგნის ჩუქების ტრადიციას, ეს ვალენსიელი მწერლისა და გამომცემლის, ვინსენტ კლავეს ანდრესის ჩანაფიქრი იყო და იგი პირველად ესპანეთში, 1962 წლის 7 ოქტომბერს, მეფე ალფონს XIII–ის ინიციატივით აღინიშნა.
მას შემდეგ, ქალები მამაკაცებს ჩუქნიდნენ წიგნს, ვარდის სანაცვლოდ.
1995 წელს, 23 აპრილი იუნესკომ წიგნის მსოფლიო დღედ გამოაცხადა, სერვანტესის, შექსპირისა და ინკე გარსილას დელა ვეგას პატივსაცემად, ვინაიდან მათი გარდაცვალების თარიღი 23 აპრილია.
წინგნის დღეს, ბარსელონასა და კატალონიაში ნათელი ფერებით რთავდნენ ყველაფერს, რათა დაემშვენებინა ცენტრალური ქუჩები და ასევე ყოველ შეძენილ წიგნს მოყვებოდა ნაჩუქარი ვარდი.
უკვე 2 წელია წმიდა გიორგის დღესასწაულის აღნიშვნა პანდემიის გამო შეზღუდულია, წიგნისა და ვარდის ტრადიცია კი, საზღვრებს გასცდა და იტლიამდე მიაღწია.
კატალონიის ხელისუფლებამ, რომში წიგნის მაღაზიების ასოციაციასთან ერთად, იტალიაში პროექტი განახორციელა. ყველა, ვინც 23 აპრილს შეიძენს კატალონიელი ავტორის რომელიმე წიგნს, პროექტში მონაწილე რომელიმე მაღაზიაში რომში, საჩუქრად მიიღებს ვარდს და სხვა სურპიზს. ამის შესახებ, რადიო ‘ვატიკანს’ პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, ლუკა ბელიციმ განუცხადა:
„ეს იმდენად ლამაზი და მიმზიდველი დღესასწაულია, რომ ბუნებრივიც იქნება მისი პოპულარიზაცია იტალიაში. მით უმეტეს, პანდემიის ამ მძიმე პერიოდში, ქაღალდის წიგნი, წიგნის მყიდველსა და გამყიდველს, ავტორსა და გამომცემელს შორის გარკვეული სახით ვირტუალურს გაცილებით რეალური ურთიერთობით ანაცვლებს. წიგნის ხელში ჭერა და მისი გადაფურცვლა აბსოლუტურად უნიკალური განცდაა. მას ასევე ემატება რომანტიზმის დამახასიათებელი ასპექტიც – ვარდი საჩუქრად“.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comentários