რა მოითხოვა პაპმა ფრანცისკემ ანდერძით
- catholic.ge
- 7 hours ago
- 2 min read
2025 წილს 21 აპრილს, ვატიკანმა პაპ ფრანცისკეს ანდერძი ოფიცილურად გამოაქვეყნა. დოკუმენტი იტალიურ ენაზეა შედგენილი, ხორხე მარიო ბერგოლიოს (პაპი ფრანცისკე) მიერ, 2022 წლის 29 ივნისს.

გთავაზობთ ანდერძის სრულ ტექსტს:
"უწმინდესი სამების სახელით, ამინ
ვგრძნობ რა, ჩემი მიწიერი ცხოვრების დაისს და ვიკვებები რა მარადიული ცხოვრების ცოცხალი იმედით, მსურს შევეხო მხოლოდ ჩემი განსასვენებლის ადგილს.
მე, მთელს ჩემს ცხოვრებას, სამღვდელო საეპისკოპოსო მსახურებას, მივანდობ ჩვენი უფლის დედას, ნეტარ ქალწულ მარიამს. ამიტომ გთხოვთ, ჩემი ნეშტი აღდგომის დღის მოლოდინით, დაკრძალოთ სანტა მარია მაჯორეს პონტიფიკალურ ბაზილიკაში.
მსურს, რომ, ჩემი მიწიერი გზის ბოლო დასრულდეს სწორედ ღვთისმშობლის უძველეს ბაზილიკაში, სადამ მე მივდივარ სალოცავად ყოველი ჩემი ვიზიტის დასაწყისამდე და მისი დასრულების შემდეგ, რათა სასოებით მივანდო ჩემი ზრახვები უმანკო დედას და მადლი შევწირო მას, სათუთი და დედობრივი ზრუნვისათვის.
გთხოვთ, რომ ჩემი საძვალე მომზადდეს პაულინის სამლოცველოს გვერდით დარბაზში (Salus Populi Romani-ის სამლოცველო) და პაპის ბაზილიკის სფორცას სამლოცველოს შორის, როგორც ეს მითითებულია დანართში.
სამარხი უნდა იყოს მიწაში, უბრალო, ყოველგვარი მორთულობების გარეშე, ერთი წარწერით: Franciscus (ფრანცისკე).
ჩემი დაკრძალვის ხარჯები დაიფაროს შემოწირულობებიდან, რომელიც ჩემი განკარგულებით გადაირიცხება სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში, აღნიშნულზე განკარგულება გავეცი მონსენიორ (უკვე კარდინალ) როლანდას მაკრიკასს, რომელიც ლინერისს კაპუტულეს საგანგებო კომისარია.
უფალმა სიკეთით გადაუხადოს მათ, ვისაც ვუყვარვარ და განაგრძობს ჩემთვის ლოცვას. ტანჯვას, რომელიც ამ უკანასკნელ პერიოდში გავიარე, ვწირავ უფალს ერებს შორის ძმობისა და მშვიდობისათვის, მთელს დედამიწაზე.
წმიდა მართას სახლი. 2022 წელი, 29 ივნისი
ფრანცისკე"
––––––––
პაპი ფრანცისკე 2025 წლის 21 აპრილს, ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო.
ვატიკანის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის დასკვნით, პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა ინსულტით, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. რომის პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო ორმხრივი პნევმონიის, ჰიპერტონიისა და მეორე ტიპის დიაბეტის გამო.
გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 20 აპრილს პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძრის მოედანზე შეკრებილ ათასობით მორწმუნეს ტაძრის აივნიდან აღდგომა მიულოცა. პაპი აივანზე ეტლით გაიყვანეს. ტრადიციული სააღდგომო მიმართვა მის ნაცვლად არქიეპისკოპოსმა დიეგო ჯოვანი რაველიმ წაიკითხა.
არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან გადადგა პაპი ბენედიქტე XVI.
Kommentare