top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

რა ცვლილებები შეიტანა პაპმა ფრანცისკემ დაკრძალვის რიტუალში

ერთი წლის წინ, პაპმა ფრანცისკემ ცვლილებები შეიტანა პაპის დაკრძალვის რიტუალებში და 2024 წლის 29 აპრილს, საეკლესიო წიგნის განახლებული გამოცემა დაამტკიცა.


ფოტო | 2005 წლის 4 აპრილი, პაპი იოანე პავლე II
ფოტო | 2005 წლის 4 აპრილი, პაპი იოანე პავლე II

Ordo Exsequiarum Romani Pontificis ასე ჰქვია გამოცემას, რომლის მიხედვითაც, პაპმა ფრანცისკემ შეცვალა აქამდე არსებული რამდენიმე წესი.

 

– პაპ ფრანცისკეს მიერ, დაკრძალვის რიტუალებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სიკვდილის გამოცხადება მოხდება არა გარდაცვლილის  ოთახში, არამედ პაპის პირად სამლოცველოში, გვამს კი, დაუყოვნებლივ კუბოში ჩაასვენებენ;
–  გარდაცვლილ პაპს გადაასვენებენ წმიდა პეტრეს ბაზილიკაში, სადაც მორწმუნეებს საშუალება ექნებათ მივიდნენ და პატივი მიაგონ;
–  მნიშვნელოვნად გამარტივდა კუბოში ჩასვენების წესიც. ადრე არსებული ჩვეულების მიხედვით, პაპის სხეული სამმაგ კუბოში უნდა ჩაესვენებინათ, რომელიც კვიპაროსის, ტყვიისა და მუხისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, ცვლილებების მიხედვით კი, პაპს სამარხში ჩაასვენებენ თუთიით დაფარული ხის კუბოთი.
–  ახალ წესსში ასევე შეტანილია ცვლილებები პაპის დაკრძალვის ადგილის შესახებაც. პაპა ფრანცისკემ მოისურვა, რომ მისი დაკრძალვის ადგილი არა ვატიკანის სამარხი, არამედ სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა იყოს.
– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა პაპის ტიტულების გამარტივება. ამ მხრივ აღდგა 2008 წლის რომაული კონდაკის მესამე გამოცემაში გამოყენებული ტერმინოლოგია, რომელის მიხედვითაც პაპი ასე მოიხსენიება –  “პაპი, რომის ეპისკოპოსი და მწყემსი”.

 

როგორც პაპის ცერემონიის მთავარი არქიეპისკოპოსი დიეგო რაველი განმარტავს, ახალი წესი მიზნად ისახავს ხაზი გაესვას, რომ ეს არის  მწყემსის და ქრისტეს მოწაფის დაკრძალვა და არა მმართველის.

 

დაკრძალვის რიტუალის ახალმა წიგნმა 2000 წლის გამოცემა ჩაანაცვლა, რომელიც 1998 წელს, წმიდა იოანე პავლე II - ის მიერ იყო დამტკიცებული და მისსავე დაკრძალვაზე, 2005 წელს გამმოიყენეს. ასევე, იგივე წესი, მცირედი ცვლილებებით, 2023 წელს, პაპ ბენედიქტე XVI - ის დაკრძალვაზე გამოიყენეს.


შოთა გიქოშვილი

 

 

Comments


bottom of page