top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

"რადიო ვატიკანის" 90 წლის იუბილე - პაპის ხმა მსოფლიოს 41 ენაზე


„ვატიკანის რადიო მიემართება მომავლისაკენ და ამავდროულად, არ კარგავს თავის პირველ სახესა და იდენტობას“ , – წერს კომუნიკაციის საკითხებში დიკასტერიის რექტორი, რადიოს 90 წლისთავთან დაკავშირებთ.


ვატიკანის რადიო 1931 წლის 12 თებერვალს დაარსდა, როგორც Statio Radiophonica Vaticana. მისი შექმნა პაპმა პიუს XI–მ გულერმო მარკონიემუს დაავალა. იეზუიტები დღემდე არიან რედაქციის სათავეში.


დღეს ვატიკანის რადიო მაუწყებლობს მსოფლიოს 41 ენაზე. სიახლეები, რომლებიც „ვატიკან ნიუსის“ ინტერნეტ პორტალზე ქვეყნდება, 43 ენას მოიცავს. სარედაქციო ჯგუფი დაკომპლექტებულია მსოფლიოს 69 ქვეყნის ჟურნალისტებით. როგორც დიკასტერიის პრეფექტი, კომუნიკაციების საკითხებში, პაოლო რუფინი წერს, რადიომ ბოლო წლებში ტრანსფორმაცია განიცადა, თუმცა თავისი იდენტობა და პირველსახე არ დაუკარგავს. მისივე თქმით, ვატიკანის რადიოს მოსმენით, საშუალება გვეძლევა მოვახდინოთ კონცენტრაცია და სიღრმისეულად მოვისმინოთ ამბები.


ვატიკანის რადიოს სპეციფიკა მისი ფსკერია. იგი ეკლესიას, პაპს და ყოველ ადამიანს ემსახურება. მისი ისტორია, უპირველეს ყოვლისა, მეოცე საუკუნეში იწყება, როდესაც უმკლავდებოდა ფაშიზმისა და კომუნიზმის თავდასხმებს. იგი ასევე მომსწრეა მეორე მსოფლიო ომისაც.


ამ წელს, ვატიკანის სხვადასხვა მაუწყებლობის წლისთავია: ჟურნალ L’Oservatore Romana-ს 160 წლისთავი უსრულდება, ხოლო ვატიკანის ინტერნეტ გამომცემლობას –25 წლისთავი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, რადიო ვატიკანის დირექტორმა მასიმილანო მანიკეტიმ აღნიშნა, რომ დაძრულია უკვე მრავალენოვანი ინტერნეტ რადიოს მაუწყებლობის ჩაშვებაც. იგი ასევე ირწმუნება, რომ პაპის ხმა, კვლავ გადაიცემა მოკლე ტალღებით, რაც ხშირ შემთხვევაში ერთადერთი საშუალებაა, რათა ამ ხმამ პერიფერიებამდეც მიაღწიოს. ეს განსაკუთრებით ეხება აფრიკის კონტინენტს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ საჰარაში ჯიხადისტების მიერ გატაცებულ მისიონერს, მამა პიერ ლუიჯი მაკალის სწორედ, ვატიკანის რადიოს საშუალებით შეეძლო ინფორმაციის მიღება, პაპის ლიტუგიაში მონაწილეობა და ღვთის სიტყვის მოსმენა.


წყარო: www.vaticannews.va


თარგმანი – შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page