პაპ ფრანცისკეს არ უყურებია მუნდიალის ფინალის ტრანსლაციისთვის, სადაც ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. თამაში18 დეკემბერს, კატარში გაიმართა და პენალტების სერიაში, არგენტინის გამარჯვებით 4-2 დასრულდა.
„ცნობილია, რომ 86 წლის პაპი ფეხბურთის სერიოზული გულშემატკივარია, მაგრამ ის სატელევიზიო მატჩებს 1990 წლის 15 ივლისის შემდეგ არ უყურებს“, – წერს სააგენტო Calciomercato.com – ეს ის თარიღია, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ დასავლეთ გერმანიასთან წააგო. რამდენიმე დღეში, პაპმა ფრანცისკემ გადაწყვიტა აღარ ეყურებინა ტელევიზიისთვის. როგორც უცხოური მედიები წერენ, პაპმა ტრადიცია არც მუნდიალის ფინალზე დაარღვია. მიუხედავად იმისა, რომ ფინალში არგენტინა თამაშობდა.
თუმცა მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, წმინდა მამამ იტალიურ სატელევიზიო არხს Canale 5 ინტერვიუ მისცა, რომელიც გვიან ღამით აჩვენეს და სადაც პაპი ორივე გუნდს მიმართავს:
“ყველა ულოცავს გამარჯვებულ გუნდს, მათ გამარჯვება უნდა აღნიშნონ თავმდაბლობით, ხოლო დამარცხებულმა გუნდმა უნდა მიიღოს მარცხი სიხარულით, რადგან მნიშვნელოვანი არ არის გამარჯვება ან წაგება, არამედ პატიოსანი და კარგი თამაში”, – განაცხადა პაპმა და დასძინა, რომ ორივე გუნდს უნდა ეყოს გამბედაობა ერთმანეთს ხელი ჩამოართვან.
Canale 5 -თან საუბრისას პაპმა ფრანცისკემ გაიხსენა, რომ ბავშვობაში, როდესაც სამშობლოში არგენტინაში, ყოველ კვირას მშობლებთან ერთად სტადიონზე დადიოდა, ყურადღებას აქცევდა სამართლიანობასა და ხელის ჩამორთმევის ჟესტს: „ამ გზით, სპორტს, თუნდაც "ნაჭრის ბურთით", შეუძლია ხალხის გაკეთილშობილება. უნდა გავუფრთხილდეთ სპორტული სულისკვეთების ზრდას და იმედს ვიტოვებ, რომ მუნდიალი დაეხმარება ამ სულისკვეთების შენარჩუნებაში, რაც ადამიანს უფრო კეთილშობილს ხდის“, - თქვა წმინდა მამამ.
შოთა გიქოშვილი
Comments