რატომ მსახურობენ მაინცდამაინც შვეიცარიის მოქალაქეები პაპის გვარდიაში? იქნებ იმიტომ, რომ შუასაუკუნეებში ისინი ყველაზე მამაც, ერთგულ და პატიოსან მეომრებად ითვლებოდნენ? ან იქნებ სულ სხვაა მიზეზი.
შვეიცარიელთა პაპის გვარდიის ისტორია, სათავეს იღებს 1506 წლიდან, მაშინ, როდესაც პაპმა იულიანე მეორემ შვეიცარიელები თავისთან სამსახუროდ მიიწვია, ამის მიზეზი კი სწორედ სიმამაცე, ერგულება, პატიოსნება და ა.შ. იყო
მაშინ 150 შვეიცარიელი ჯარისკაცი ჩავიდა პაპთან კასპერ ფონ სილენენის მეთაურობით. მიიღეს პაპისგან კურთხევა და შეუდგნენ სამხერდო სამსახურს.
იმ დროს, შვეიცარიის არმია სხვადასხვა ქვეყნების არმია ხდებოდა ხოლმე, 1512 წელს კი, პაპმა იულიანე მეორემ შვეიცარიის არმია ეკლესიის თავისუფლების დამცველად გამოაცხადა. იმ პერიოდში ცენტრალურ ალპებში ხალხი ღარიბად ცხოვრობდა და მათთვის დიდ წარმატებად ითვლებოდა პაპის მიერ დაქირავებულ არმიაში ემსახურათ.
თუმცა შვეიცარიის არმიის პაპის სამსახურში სამუდამოდ დარჩენის თაღირად 1527 წელი ითვლება, როდესაც 147-მა შვეიცარიელმა ჯარისკაცმა თავი შესწირა პაპის დაცვას.
იმ დროიდან, ყოველი წლის 6 მაისს აღინიშნება შვეიცარიის გვარდიის დღე. მაშინაც კი, როდესაც პაპმა პავლე მეექვსემ ვატიკანის ყველა ქვედანაყოფი დაითხოვა, შვეიცარიის გვარდიას დაეკისრა სპეციალური მისია. შვეიცარიის გვარდიის 500 წლისთავის დღეს, პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ თქვა: „შვეიცარიის გვარდიის მისია ნიშნავს გაჰყვე ქრისტეს უპირობოდ და თავი გასწირო მისთვის“. წყარო: sib-catholic.ru თარგმანი - შოთა გიქოშვილი
Comentarios