საჯარო აუდიენციაზე, პაპმა ფრანცისკემ საუბარი დაუთმო მედიტაციებს, როგორც ქრისტიანული ლოცვის კიდევ ერთ საზღვარს.
„ქრისტიანისათვის მედიტაცია ნიშნავს სწრაფვას სინთეზისაკენ“, – განმარტავს პაპი –„ანუ ნიშნავს წარსდგე გამოცხადების უდიდესი გვერდის წინაშე და შეეცადო აქციო შენად და სრულად შეითვისო შენში. როდესაც ვიღებთ ღვთის სიტყვას, იგი (სიტყვა) უნდა შეხვდეს სხვა წიგნს, ანუ ჩვენი ცხოვრების წიგნს. სწორედ ამაში მდგომარეობს მედიტაციის არსი“.
მისივე თქმით, ბოლო წლებში მედიტაციის პრაქტიკა პოპულარული გახდა –“ამის შესახებ არა მხოლოდ ქრისტიანები საუბრობენ, არამედ სხვებიც, რადგან მედიტაცია მსოფლიოს ყველა რელიგიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და ასევე გავრცელებულია მათ შორისაც, რომლებიც საერთოდ არ არიან რელიგიასთან კავშირში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყოველი ადამინი საჭიროებს ფიქრს და საკუთარი თავის შეცნობას ძიებაში, მედიაცია კი საუკეთესო საშუალებაა ყოველდღიურობით გამოწვეული სტრესებისა და სიცარიელის დასაძლევად“.
„ქრისტიანულ კონტექსტში მედიაციას სხვა სპეციფიკა აქვს. მონათლულის ლოცვა მხოლოდ ერთი კარით გაივლის, ეს კარი კი იესო ქრისტეა, ამავე გზით მიდის მედიტაციაც. როდესაც ქრისტიანი ლოცულობს, იგი არ ცდილობს საკუთარ თავში შეღწევას, არ ეძიებს საკუთარ თავში დაფარულ „მეს“ ბირთვს. ეს ყველაფერი დასაშვებია, თუმცა ქრისტიანული ლოცვის განზომილება, ეს არის შეხვედრა სხვასთან, ანუ ტრანსცედენტური შეხვედრა ღმერთთან. თუ ლოცვას მივყავართ შინაგანი სამყაროსაკენ, საკუთარი თავის ფლობისაკენ ან გარკვეულობისაკენ, ეს, შეიძლება ითქვას, რომ არის ქრისტიანული ლოცვისგან მიღებული მადლის გვერდითი მოვლენები, რომელიც მდგომარეობს იესოსთან შეხვედრაში. ეს შეხვედრა ხორციელდება წმიდა წერილის სიტყვებზე ფიქრის შედეგად.
თავად სიტყვამ „მედიაცია“, ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობაში მას, მრავალეფროვანი მედიტაციების საფუძველზე, სხვადასხვა სახის სულიერი პრაქტიკა აქვს. ზოგეორთი მათგანი აქცენტს აკეთებს პიროვნების ინტელექტუალურ განზომილებაზე, ზოგი კი მოიცავს ემოციებსა და გრძნობებს. ყოველ მეთოდს აქვს თავისი წონა და იმსახურებს ყურადღებას, რადგანაც მას შეუძლია მოიცვას ადამიანი სრულად სულიერ გამოცდილებაში. თუმცაღა მეთოდი, ეს მხოლოდ გზაა და არა ათვლის მთავარი წერტილი. გზა არ შეიძლება იყოს მთავარი მიზანი“, - აღნიშნა პაპმა – „ამ გზაზე მიგვიძღვის სული წმიდა. ქრისტიანული მედიატიცია სულიწმიდის გარეშე წარმოუდგენელია, ვინაიდან სწორედ მას მივყავართ იესო ქრისტესთან შესახვედრად.
არ არსებობს გვერდი სახარებაში, სადაც ჩვენთვის არ მოიძებნება ადგილი. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, მედიტაცია არის საშუალება ქრისტესთან შეხვედრისა, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია შევიძინოთ ღმერთი“, - აღნიშნა წმიდა მამამ საუბრის ბოლოს.
წყარო: www.vaticannews.va
თარგმანი – შოთა გიქოშვილი
Comments