როგორ იხურება პაპის კუბო და რას ატანენ მას
- catholic.ge
- 22 hours ago
- 1 min read
25 აპრილს, იტალიის დროით 20:00 საათზე [საქართველოს დროით 22:00 საათზე] პროტოკოლით განსაზღვრული წესის მიხედვით, პაპ ფრანცისკეს კუბო დაიხურა.

შაბათს, 26 აპრილს, პაპს დაკრძალავენ თავისივე შავ ფეხსაცმელსა და ანაფორაში, რომელსაც იგი ყოველდღიურად იყენებდა.
––––
ბევრისთვის უცნობია, რომ მას შემდეგ, რაც პაპის ტახტი ვაკანტური ხდება, კურიის ყველა მაღალი თანამდებობის პირი პოსტს ტოვებს. კარდინალი პიეტრო პაროლინი აღარ არის წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანი და ხოლო პრეფექტები აღარ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, როგორც დიკასტერიების ხელმძღვანელები.
სწორედ ამიტომ, ვატიკანის პროტოკოლის მიხედვით, როლები და ფუნქციები მკაცრად კონტროლდება. თითქმის ყველაფერი კამერლენგოს, კევინ ფარელის ხელშია, რომელიც ამ თანამდებობის დაკავებით, ამავდროულად პაპ ფრანცისკეს კუბოს დახურვის ცერემონიას ხელმძღვანელობს.
კუბოს დახურვის ცერემონია ასეთია:
წაიკითხავენ გარდაცვლილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩანაწერს და დამსწრე პირების მიერ ხელმოწერის შემდეგ, მას მოათავსებენ ლითონის მილში, რომელიც კუბოში რჩება.
კუბოს დალუქვისას, პაპის სახეს აფარებენ თეთრ აბრეშუმის ნაჭერს, კუბოში კი დებენ ტომარას, სადაც მისი პონტიფიკატობის დროს მოჭრილი მონეტები, ასევე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალიონებია მოთავსებული. ეს სიმბოლურად მისი მსახურების წლებს წარმოაჩენს.
კუბოში, სადაც პაპია ჩასვენებული, მონეტებთან ერთად რჩება ასევე დოკუმენტები, ხოლო მის თავსახურავზე გამოსახულია ჯვარი და პაპის გერბი.
გარდა ამისა, ლითონის მილში მოთავსებულია ცერემონიალის მიერ დაწერილი „როჯიტო“, რომელიც პაპის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. აღნიშნული მოცემულია Ordo Exsequiarum Romani Pontificis-ში.
ვინ დაესწრო კუბოს დახურვის ცერემონიას?
კუბოს დახურვის ცერემონია კარდინალ კამერლენგოს, კევინ ფარელის თანდასწრებით გაიმართა. დამსწრეებს შორის იყვნენ წმიდა პეტრეს ბაზილიკის მთავარეპისკოპოსი, კარდინალი მაურო გამბეტი, კარდინალი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინი, რომის ეპარქიის ვიკარიუსი ბალდო რეინა, სახელმწიფო მდივნის მოადგილე მონსინიორი ედგარ პენა პარა, კარდინალი კონრად კრაევსკი და გარდაცვლილის ნათესავები.
შოთა გიქოშვილი
Comments