აშშ–ს კათოლიკური ეკლესია, რომლის წმინდა ადგილები პანდემიაში საკვების განაწილების ერთგვარ ცენტრად გადაიქცა.
ხელთათმანებითა და ნიღბებით, მცირე გუნდებმა 560 კალათი საკვები შეაგროვეს.
ლობიო, ზეთი, ბრინჯი, სტაფილო – თითო კალათი თითოეული ოჯახისთვის, ვისაც საკვები სჭირდებოდა. ორგანიზატორებმა არ იცოდნენ მიმღებების სახელები, მათგან ზოგი სამრევლოს წევრი იყო, ზოგს კი კათოლიკური აღმსარებლობა არ ჰქონდა.
წმინდა გულის ეკლესია, ძირითადად ემიგრანტების კათოლიკურ ეკლესია, იგი 2020 წლის მარტში დაიხურა, მაგრამ მოსახლეობას ასე ეხმარებოდა.
„დიდი სიჩუმე იყო. ეს იყო ლოცვა. ვლოცულობდით იმ ხალხისთვის, რომლებიც არ ვიცოდით ვინ იყვნენ. ვფიქრობდით, რომ შეიძლება ავად გამხდარიყვნენ, შეიძლება მომკვდარიყვნენდამათ შვილებს საკვების მიღება ვერ შესძლებოდათ”, - ამბობს 50 წლის მონიკა ზავალოსი, „წმინდა გულის“ ტაძრის მრევლი.
Comments