top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

‘სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში’ – სემინარი ბორჯომში


კათოლიკე ეკლესიამ საქართველოში მონაწილეობა მიიღო ბავშვთა უფლებების შესახებ გამართულ სემინარში "სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში".



ბავშვთა უფლებების თემაზე სემინარი 1-2 ნოემბერს, გაეროს ბავშვთა ფონდმა,რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან პარტნიორობით ჩაატარა. მას საქართველოში მოქმედი შვიდი რელიგიური დენომინაციის ჩვიდმეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ორდღიანი საინფორმაციო სესიას კათოლიკე ეკლესიიდან თბილისის მარიამის ზეცად აღყვანების ტაძრის წინამძღვარი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი და არლის წმ. იოსების სახელობის ტაძრის მღვდელი მამა ბექა ჩილინგარაშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

– ბავშვის უფლებების კონვენციისა და ბავშვის უფლებების კოდექსის მთავარი პრინციპები და დებულებები;

– ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების სტადიები და ბავშვზე ძალადობის გავლენა;

– ახალგაზრდებში დეპრესიის, შფოთვისა და თვითმკვლელობის პრევენციისათვის ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა;

– ახალგაზრდების კანონთან კონფლიქტში შესვლის პრევენცია და ბავშვთა კორონავირუსის პანდემიისგან დაცვა.


რელიგიის სააგენტომ შუამავლის ფუნქცია იკისრა რელიგიურ ორგანიზაციებსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის.


გაეროს ბავშვთა ფონდმა უკვე ჩაატარა რამდენიმე სემინარი ბავშვის უფლებების შესახებ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებისა და საქართველოს მუსლიმთა რელიგიური თემებისთვის.


ფოტოები – UNICEF Georgia


Catholic.ge

Comments


bottom of page