საქართველოში ვატიკანის ელჩის ყოფილი მრჩეველი, მღვდელმსახური ფილიპო ჩამპანელი, პაპმა ფრანცისკემ ალჟირში, მავრიტანიის აკვას ეპისკოპოსად დანიშნა. სასულიერო პირი საქართველოში 2000–იან წლებში მოღვაწეობდა. გასული წლის აპრილში იგი აღმოსავლეთის ეკლესიების დიკასტერიის ვიცე-მდივანი გახდა.
მღვდელმსახური ფილიპო ჩამპანელი იტალიელია. იგი 1978 წელს დაიბადა, 2003 წელს კი, მღვდლად ეკურთხა. ჩამპანელიმ დოქტორის ხარისხი თეოლოგიაში რომის გრიგორიანულ უნივერსიტეტში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ, იგი წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწეობდა. ასევე მსახურობდა ნუნციატურებში საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში.
2015 წლიდან ფილიპო ჩამპანელიმ მუშაობა განაგრძო ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოს გენერალურ საქმეთა დეპარტამენტში, ხოლო 2024 წლის აპრილში წმინდა მამამ აღმოსავლეთის ეკლესიათა დიკასტერიის ვიცე-მდივნად დანიშნა.
ეს დიკასტერია მოიცავს ყველაფერს, რაც აღმოსავლეთ კათოლიკურ ეკლესიებს ეხება. მისი კომპეტენციაა ინფორმაცია მიაწოდოს წმიდა საყდარს: აღმოსავლეთის ეკლესიების სტრუქტურის, სწავლებისა და მმართველობის მისიების შესრულების შესახებ.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments