top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის საეპისკოპოსო გერბი

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ადმინისტრაციას თავისი საეპისკოპოსო გერბი აქვს. იგი რამდენიმე სიმბოლოს მოიცავს, მათ შორის წარწერას, სადაც იესოს ლოცვაა თავისი ეკლესიის გაერთიანებისთვის.


გერბზე დატანილი ფრაზა ლათინურია: "UT UNUM SINT", რაც ქართულად ნიშნავს „რათა ყველა ერთი იყოს“ და აღებულია იოანეს სახარებიდან, 17:21.


სწორედ ასეთი ერთიანობისთვის, ყოველი წლის 18–25 იანვარს ქრისტიანთა სხვადასხვა დენომინაცია საერთო ლოცვას აღავლენენ.


რაც შეეხება თავად საეპისკოპოსო გერბს, იგი რამდენიმე სიმბოლოს მოიცავს:


  • მტრედი – გერბის ზედა ნაწილში ჯვარზე გამოსახულია მტრედი, სულიწმიდის სიმბოლო. ვინაიდან ეკლესიის ყოველი საიდუმლო სულიწმიდის ქმედებაა და თანაზიარების წყაროა.


  • წმიდა ნინოს ჯვარი – შეგვახსენებს, რომ ქრისტიანობა საქართველოში ამ წმიდანის ქადაგებას უკავშირდება (მის დროს ეკლესია ერთიანი იყო).


  • ხუთი ვარსკვლავი – ჩვენი ეპისკოპოსის კონგრეგაციის, სტიგმატელთა გერბის ნაწილია: ხუთი ვარსკვლავი იესოს ხუთი იარაა.

  • ორი შროშანი – ჩვენი ეპისკოპოსის კონგრეგაციის, სტიგმატელთა გერბის ნაწილია: ორი შროშანი მეუღლენი: ყოვლადწმიდა მარიამი და წმ. იოსები

  • ხორბალი – გერბის ქვედა ნაწილში გამოსახულია ხორბლის თავთავი, რომლის დაფქვითაც მზადდება „პური არსობისა“

  • ზეთისხილი – მშვიდობის სიმბოლო, რომელიც იძლევა ზეთს, კურთხევისა და მიძღვნის ნიშანს (მირონს)

  • წარწერა – "Ut unum sint" იო 17, 21, წარმოადგენს იესოს ლოცვას თავისი ეკლესიის ერთობისათვის, "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ"

 

Comments


bottom of page