top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

საქართველოში მოღვაწე პოლონელი მღვდლები და მონაზონი დაჯილდოვდნენ

Updated: Mar 23, 2023

საქართველოში მოღვაწე პოლონელი მღვდლები: მამა ანდრეი გრაჩიკი და მამა მაჩეი მამაი, ასევე მონაზონი სალელთა კონგრეგაციიდან – დედა ანა გრეტკერევიჩი, პოლონეთის პირველმა ლედიმ დააჯილდოვა.


2023 წლის 22 მარტს, თბილისში, პოლონეთის საელჩოში, საქართველოში მცხოვრები პოლონელები, პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედის, აგატა კორნჰაუზერ-დუდას შეხვდნენ.


შეხვედრაზე პოლონეთის სახელმწიფო ჯილდოები იმ გამორჩეულ პოლონელებს გადაეცათ, რომლებიც საქართველოში პოლონური თემისა და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისთვის იღვწიან. ღირსების ოქროს ჯვრებით დაჯილდოვდნენ კათოლიკე მონაზონი ანა გრეტკირევიჩი და კათოლიკე მღვდლები: მამა მაჩიეი მამაი და მამა ანდრეი გრაჩიკი.


სასულიერო პირების გარდა, ღირსების ვერცხლის ჯვრები გადაეცათ საერო პირებს: ბეატა კარასსა და დანიელ ზატორსკის.


პრეზიდენტ ანდჟეი დუდას სახელით, დაჯილდოვებულებს ორდენები პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა ანდჟეი დერამ გადასცა.


მამა ანდრეი გრაჩიკი ამჟამად სოფელ არლის, უდის, აბასთუმნის, ბენარისა და უნწის სამრევლოების წინამძღვარია; მამა მაჩეი მამაი – თბილისში, წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ტაძრის წინამძღვარი, დედა ანა გრეტკერევიჩი – სალელთა კონგრეგაციის მონაზონი, რომელიც თბილისში მუშაობს.


მსგავსი ჯილდო უკვე მიღებული აქვთ, საქართველოში მოღვაწე პოლონელ მღვდლებს კამილიელთა ორდენიდან, ასევე მონაზვნებს წმინდა ელისაბედის დების ორდენიდან.


Catholic.ge

Comments


bottom of page