26 დეკემბერს, პაპმა ფრანცისკემ რომში, რებიბიას ციხეში წმიდა კარი გახსნა და ღვთისმსახურება აღავლინა პატიმრებისა და ციხის თანამშრომლებისათვის.
“ჩემი სურვილი იყო, რომ მეორე წმიდა კარი [პეტრეს ბაზილიკის კარის შემდეგ], რომელსაც გავხსნიდი, აქ, ამ ციხეში ყოფილიყო”. ყველას უნდა მიეცეს საშუალება გააღოს თავისი გულის კარი და გაიგოს, რომ იმედი არასდროს დაგვაღალატებს”, - განმარტა წმიდა მამამ.
საიუბილეო კარის საზეიმო გახსნის შემდეგ, პაპმა წმიდა წირვა აღასრულა, რომელშიც დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა, ციხის პატიმრები და თანამშრომლები. ქადაგებაში, პაპმა იმედი ღუზას შეადარა, „იმ ღუზას, რომელიც გვიჭირავს თოკით და მისი დაკარგვა არ შეიძლება. მაშინაც კი, თუ თოკი ხელებს დაგვისერავს, არ უნდა დავნებდეთ. ყოველთვის არის რაღაც კარგი, რომლისკენაც უნდა მივემართებოდეთ”.
პაპმა ხაზი გაუსვა ღია გულის მნიშვნელობას: “ჩაკეტილი გული ქვავდება და ივიწყებს იმედს. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, გულები ღიად უნდა დავტოვოთ. ყველამ იცის, როგორ უნდა გახსნას გულის კარი. ის დახურული იქნება თუ ნახევრად დახურული”.
წმიდა წირვის შემდეგ, პატიმარმა ქალებმა სტუმარს ნამცხვრებით, ზეითუნის ზეთითა და კერამიკის ნაკეთობებით სავსე კალათა გადასცეს. ციხის ადმინისტრაციამ პაპს ქრისტე მაცხოვრის გამოსახულება უსახსოვრა, რომელიც ციხის ყოფილმა თანამშრომელმა, მხატვარმა ელიო ლუსენტემ დახატა. თავის მხრივ, წმიდა მამამ, რებიბიას ამ ისტორიული მოვლენის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერგამენტი გადასცა.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments