პაპი ფრანცისკე 13–15 სექტემბერს ყაზახეთს ეწვევა და ინტერრელიგიური შეხვედრას დაესწრება.
პაპის მოგზაურობას ადასტურებს წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორი, მატეო ბრუნი. მან 1–ელ აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნა: „სამოქალაქო და საეკლესიო ხელისუფლების მოწვევით, მიმდინარე წლის 13-15 სექტემბერს, პაპი ფრანცისკე განახორციელებს სამოციქულო მოგზაურობას ყაზახეთში. იგი ეწვევა ქალაქ ნურ-სულთანს და დაესწრება მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს “, – ნათქვამია განცხადებაში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევიმა აპრილში განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო პაპი ყაზახეთში ჩასულიყო. 31 ივლისს, კანადიდან უკან დაბრუნებისას, პაპმა ფრანცისკემ მედიასთანდაადასტურა, რომ სურვილი ჰქონდა შუა აზიის ქვეყანაში ჩასვლისა: „ეს არ იქნება მკაცრი მოგზაურობა“.
ბოლო პერიოდში, ყაზახეთი განიხილებოდა, პაპ ფრანცისკესა და მოსკოვის მართლმადიდებელი პატრიარქის კირილეს შეხვედრის ადგილად. რადგანაც მოსალოდნელია, რომ ორივე მათგანი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო რელიგიების ლიდერთა კონგრესში.
პირველი პაპი, რომელიც ყაზახეთში გაემგზავრა, იყო წმინდა იოანე პავლე II, რომელმაც ყაზახეთსა და სომხეთში 2001 წლის სექტემბერში. მაშინ იგი 81 წლის იყო და პარკინსონის დაავადება ჰქონდა. იოანე პავლე მეორემ ოთხი დღე გაატარა ყაზახეთში.
ყაზახეთში ხუთი კათოლიკური ეპარქიაა და 2008 წლის სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 250 000 ლათინური წესის კათოლიკეა, რაც მისი მოსახლეობის უმცირესი ნაწილია, რადგან ქვეყანაში 18 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
ეთნიკური ყაზახები ძირითადად სუნიტი მუსლიმები არიან, რაც ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული რელიგიაა.
2009 წლის ეროვნული აღწერის მიხედვით, ყაზახეთში რიგით მეორე ყველაზე გავრცელებული რელიგია რუსული მართლმადიდებლობაა, ისინი 20% -ზე მეტს შეადგენენ. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ასევე მრავალი ემიგრანტი ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში არის სასულიერო სემინარია, სადაც ქართველი სემინარისტები სწავლობენ.
თაკო ფეიქრიშვილი
Comentarios