29 ოქტომბერს, ვატიკანში ეპისკოპოსთა სინოდის, ოქტომბრის გენერალური ასამბლეის შემაჯამებელი მოხსენება წარმოადგინეს, რომლის თემაც სინოდურობა იყო.
პირველი სესიის შემდეგ, გამოიცა ორმოცგვერდიანი სამნაწილიანი დოკუმენტი, რომელიც არის 2024 წლის მეორე სესიის სამუშაო მიმართულება. სესიის ძირითადი თემები იყო: საეროთა როლი, ქალების როლი, სასულიერო პირთა მსახურება, სიღარიბე, მიგრაცია, ეკლესიის ბოროტად გამოყენება, ეკოლოგია, ეკუმენიზმი, ეკლესიის მისია ციფრულ სივრცეში. საყოველთაო ეკლესია ცდილობს ამ და სხვა გამოწვევებს პასუხები გასცეს მცირე სამუშაო ჯგუფებსა და რეგულარულ დოკუმენტებში.
ასამბლეის ოთხკვირიანი მუშაობა მიმდინარეობდა იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ძველი და ახალი ომები მძვინვარებდა და უამრავი მსხვერპლის აბსურდული დრამა ტრიალებს.
„ღარიბების, იძულებითი მიგრანტების, ძალადობისა და კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების მსხვერპლთა ტირილი ჩვენამდე მოდის, არა მხოლოდ მედიის, არამედ მრავალი ადამიანის ხმით, რომლებიც პირადად არიან ჩართული თავიანთ ოჯახებთან და ერებთან ერთად ამ ტრაგიკულ მოვლენებში”, - ნათქვამია წინასიტყვაობაში.
ნაწილი I
ძალადობის მსხვერპლთა და სხვა დანარჩენთა მოსმენა
სინოდური კრება აცხადებს ღიაობას მოუსმინოს და გვერდში დაუდგეს ყველას, შერიგებისა და სამართლიანობისკენ ძალადობისა და ტრავმის მსხვერპლთა ჩათვლით. ეს მოითხოვს იმ სტრუქტურული პირობების ჩამოშორებას და მონანიების კონკრეტულ ჟესტებს, რამაც შესაძლებელი გახადა ბოროტად გამოყენება.
სინოდური ეკლესიის სახე
პირველი ნაბიჯი არის “სინოდურობა” - როგორც სინოდის მონაწილეები ამტკიცებენ, აღნიშნული ტერმინის მნიშვნელობა ყველამ არ იცის. იგიღვთის ხალხთადა ზოგიერთ ადამიანში იწვევს გაუგებრობასა და განგაშს.
განსაკუთრებით მათ შორის, რომლებიც ერიდებიან ტრადიციებიდან გადახვევას და საეკლესიო იერარქიის შესუსტებას, ძალაუფლების დაკარგვას, ანდა პირიქით, ოსიფიკაციისა (გაძვალება) და ცვლილებებისაკენ გამბედაობის უკმარისობას. ამის მიუხედავად,ტერმინები: “სინოდური” და “სინოდურობა” მიუთითებენ ეკლესიის ყოფაზე, გამოხატავენ თანაზიარებას, მისიასა და მონაწილეობას. „აქ საუბარია განსხვავებულობაზე და მღვდელმსახურებისა და ეპისკოპოსებისგან დაწყებული ყველას აქტიურიმონაწილეობის წინა პლანზე წამოწევაზე. სინოდურ ეკლესიას არ შეუძლია მათი ხმის გარეშე ყოფნა. აუცილებელია გავიგოთ ზოგიერთი მათგანის მხრიდან სინოდურობისადმი წინააღმდეგობის გაწევის მიზეზები“, –ნათქვამია დოკუმენტში.
სინოდურობა და მისია ერთმანეთს ფეხდაფეხ მიჰყვებიან, ამიტომაც ქრისტიანულმა საკრებულოებმა უნდა იცხოვრონ ძმობაში სხვა რელიგიის, კულტურისა და რწმენის წარმომადგენლებთან ერთად. ერთი მხრივ, თვითრეფერენციალურობისა და თვითგადარჩენის თავიდან აცილებით, ხოლო მეორეს მხრივ იდენტურობის დაკარგვის რისკით. ამ ახალ სამწყსო სტილში ბევრისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიტურგიული ენა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მორწმუნეთათვის და უფრო მეტად შეიცავდეს კულტურათა მრავალფეროვნებას.
ღარიბები ყურადღების ცენტრში
შემაჯამებელ დოკუმენტში დიდი ადგილი ეთმობა ღარიბებს, რომლებიც ეკლესიას სთხოვენ სიყვარულს, როგორც გაგებულს პატივისცემად, მიღებად და აღიარებად. „ეკლესიისათვის ღარიბებისა და მარგინალიზებული ფენების სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი წარმოადგენს საღვთისმეტყველო კატეგორიას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.ასეთი ფენები მოიცავს მიგრანტებს, ძირძველ მოსახლეობას, ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა (განსაკუთრებით ქალებს), რასიზმის მსხვერპლებს, დამოკიდებულების მქონე ადამიანებს, უმცირესობების წარმომადგენლებს, მიტოვებული მოხუცებს, ექსპლუატირებული მუშებს. „დაუცველთაგან ყველაზე დაუცველები, რომლებიც მუდმივ დაცვას საჭიროებენ, არიან არ დაბადებული ბავშვები, მათი დედები და ეკონომიკური სისტემები“, - ნათქვამია ასამბლეის ტექსტში.
მორწმუნეთა მონაწილეობა პოლიტიკაში და ზრუნვა საერთო სიკეთეზე
ეკლესიამ საჯაროდ უნდა დაგმოს ცალკეული ადამიანების, ხელისუფლებებისა და კომპანიების მხრიდან ჩადენილი უსამართლობა, პოლიტიკაში, ასოციაციებში, პროფკავშირებში, სახალხო მოძრაობებში აქტიური მონაწილეობით. ეკლესიის მხრიდან საჭიროა კონსოლიდირებული ქმედება განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სფეროებში რაიმე სახის დისკრიმინაციის ან ვინმეს გათიშვის გარეშე.
მიგრანტები
ყურადღების ცენტრში არიან დევნილები და მიგრანტები, რომელთა უმრავლესობა ატარებს ომის, ძალადობისა და გადასახლების ჭრილობებს. თუმცა, ისინი ხდებიან განახლებისა და გამდიდრების წყარო მათი მასპინძელი თემებისთვის და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობად გეოგრაფიულად შორეულ ეკლესიებთან. მათდამი სულ უფრო მტრული დამოკიდებულების ფონზე სინოდი ახალისებს ღია მიმღეობისა და თანხლების პრაქტიკას ახალი ცხოვრების პროექტის შექმნასადა ხალხებს შორის ჭეშმარიტი ინტერკულტურული კომუნიკაციის შექმნაში. „ამ თვალსაზრისით ფუნდამენტურია მათი ლიტურგიული ტრადიციებისა და რელიგიური პრაქტიკის პატივისცემა, ისევე როგორც მათი ენა. მაგალითად, სიტყვა, „მისია“ კონტექსტში, სადაც სახარების გავრცელება ასოცირდებოდა კოლონიზაციასთან და გენოციდთანაც კი, ატარებს მტკივნეულ ისტორიულ მემკვიდრეობას და აფერხებს კომუნიკაციას. სახარების უწყება ასეთ სიტუაციებში მოითხოვს დაშვებული შეცდომების აღიარებას და ამ საკითხებთან ახლებურ დამოკიდებულებას“ - ხაზგასმულია დოკუმენტში.
ბრძოლა რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ
ეკლესია მოწოდებულია გულდასმით იზრუნოს შეხვედრისა და დიალოგის კულტურის განვითარებისათვის, ასევე წინ აღუდგეს რასიზმსა და ქსენოფობიას. „განსაკუთრებით მღვდელმსახურთა მომზადების პროგრამის ფარგლებში უნდა გამოვააშკარაოთ სისტემები, რომლებიც ქმნიან ან მხარს უჭერენ რასობრივ უსამართლობას ეკლესიაშიდა ვიბრძოლოთ მათ წინააღმდეგ“.
აღმოსავლური ეკლესიები
შემაჯამებელი დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს აღმოსავლეთ ევროპასა და ბოლოდროინდელ კონფლიქტებზე, რამაც გამოიწვია აღმოსავლეთიდან მორწმუნეების დიდი ნაკადის ლათინური წესის უმრავლესობის ტერიტორიებზე გადაბარგება. სინოდურობის სახელით, ადგილობრივი ლათინური წესის ეკლესიები უნდა დაეხმარონ მიგრირებულ აღმოსავლელ მორწმუნეებს იდენტურობის შენარჩუნებაში ასიმილაციის პროცესების გარეშე.
გზა ქრისტიანული ერთობისაკენ
ეკუმენიზმთან ურთიერთობაში, საუბარია მონანიების პროცესსა და მეხსიერების განახლებაში, რის შემდეგაც ხდება პაპის სიტყვების ციტირება ეკუნემიზმის სისხლზე, ანუ სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანებზე, რომლებიც ერთად სწირავენ სიცოცხლეს ქრისტეს გულისთვის. კვლავ შემოდის ძალაში ეკუმენური მარტიროლოგიის შემოთავაზება. საბოლოო დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ყველა ქრისტიანს შორის თანამშრომლობა არის რესურსი სიძულვილის, განხეთქილებისა და ომის კულტურისგან განკურნებისთვის, რომელიც სხვადასხვა ჯგუფს, ხალხსა და ერს უპირისპირებს ერთმანეთს. ასევე არ არის დავიწყებული ე.წ. შერეული ქორწინების საკითხი - რომელიცურთიერთ ევანგელიზაციის წინაპირობაა.
ნაწილი II
საერო პირები და ოჯახი
საერო პირებს (ქალები და კაცები), ბერ-მონაზვნებსა და ხელდასხმულ მღვდელმსახურებს გააჩნიათ თანაბარი ღირსება. აღნიშნული თეზისი არაერთხელ იქნა გაჟღერებული შემაჯამებელ დოკუმენტში. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ საერო პირები სულ უფრო აქტიურად არიან ჩართული და მონაწილეობენ ქრისტიანული საკრებულოების ცხოვრებაში. ეკლესიის მისიაში უმნიშვნელოვანესია მოძღვრების, განმანათლებლების, ღვთისმეტყველთა, აღმზრდელთა, კატეხიზატორთა, არასრულწლოვანთა დამცველებისა და ადმინისტრატორების წვლილი. ამიტომაც, განსხვავებული ქარიზმები უნდა იქნას გამჟღავნებული, აღიარებული და შეფასებული ღირსეულად. ისინი არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი მხოლოდ მღვდლების დეფიციტის შესავსებად ან, კიდევ უფრო უარესი, არ უნდა მოხდეს მათი იგნორირება, უგულებელყოფა და კლერიკალიზაცია.
ქალები
ეკლესია ვალდებულია გამოიჩინოს მტკიცე გადაწყვეტილება, გვერდით დაუდგეს და გაუგოს ქალებს მათი ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის საკრებულო და საკრამენტალურ ასპექტებში. ქალები ითხოვენ სამართლიანობას საზოგადოებაში, სადაც სუფევს სექსუალური ძალადობა და ეკონომიკური უთანასწორობა. ქალების მხარდაჭერა და მათი მყისიერი წარმოჩენა ერთმანეთთან თანხვედრაშია.
კლერიკალიზმი და მაჩიზმი (ქალების გულის სწრაფი დაპყრობა)
სინოდში მონაწილე ბევრმა ქალმა გამოხატა დიდი პატივისცემა მღვდლებისა და ეპისკოპოსების შრომის მიმართ, თუმცა ასევე საუბრობდნენ იმ ეკლესიაზე, რომელიც აზიანებს. კლერიკალიზმი, მაჩიზმი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამახინჯებს ეკლესიის სახეს და ზიანს აყენებს ერთობას. ამიტომაც, აქედან გამომდინარე, საჭიროა ღრმა სულიერი გარდაქმნა და სტრუქტურული ცვლილება, ისევე როგორც დიალოგი მამაკაცებსა და ქალებს შორის დაქვემდებარების, გამორიცხვისა და კონკურენციის გარეშე.
ქალების დიაკონატი
დიაკონის მსახურებაში ქალების მიღებასთან დაკავშირებით მოსაზრებები იყოფა: - ზოგიერთისთვის ეს მიუღებელი ნაბიჯია, ტრადიციასთან შეუთავსებელი; სხვებისთვის, ადრეული ეკლესიის პრაქტიკის აღორძინება; მესამე მხარე მას მიიჩნევენ, როგორც ადეკვატურ და აუცილებელ პასუხს დროსთან მიმართებით ეკლესიის სიცოცხლისუნარიანობისა და ენერგიის აღორძინებისთვის. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს მოთხოვნა ასახავს საშიშ ანთროპოლოგიურ გაუგებრობას, რომლის მიღებითაც ეკლესია თავის თავს გააიგივებს ჟამთა სულის ჩამდგმელთან. სინოდის მონაწილეები კრებას ურჩევენ გაგრძელდეს ქალების დიაკონატზე დაშვების შესახებ საღვთისმეტყველო და სამწყსო კვლევები, სადაც გამოყენებული იქნება პაპის მიერ სპეციალურად შექმნილი კომისიისა და უკვე ჩატარებული საღვთისმეტყველო, ისტორიული და ეგზეკეტიკური კვლევების შედეგები. შეძლებისდაგვარად, შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნას ასამბლეის შემდგომ სესიებზე.
დისკრიმინაცია და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება
ანგარიშში ხაზგასმულია გადაუდებელ აუცილებლობაზე უზრუნველყოფილი იქნას ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და საპასუხისმგებლო ფუნქციები სამწყსო საქმიანობასა და მსახურებაში, კანონიკური სამართლის შესაბამისად ადაპტირება. ასევე აუცილებელია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა დასაქმებასა და არასამართლიან ხელფასთან დაკავშირებით, მათ შორის ეკლესიაში, სადაც მონაზვნები ხშირად იაფ მუშებად ითვლებიან. უნდა გაიზარდოს ქალებისათვის ხელმისაწვდომობა საღვთისმეტყველო განათლებისა და მოსამზადებელ პროგრამებზე, ასევე ხელი უნდა შეეწყოს ინკლუზიური ენის გამოყენებას ლიტურგიკულ ტექსტებსა და საეკლესიო დოკუმენტებში.
ბერ-მონაზვნობა (შეწირული ცხოვრება)
შეწირული ცხოვრების მრავალფეროვნებისა და სიმდიდრის მიუხედავად, დოკუმენტში ნათქვამია: „თავი ავარიდოთ ავტორიტარულ სტილს, რომელიც ადგილს არ უტოვებს ძმურ დიალოგს“.აქედან მომდინარეობს სხვადასხვა სახის ძალადობადა ეს პრობლემა „მოითხოვს მყისიერ და ადეკვატურ ჩარევას“.
დიაკვნები და მათი მომზადება
სინოდის მონაწილეები მადლიერებას გამოხატავენ დიაკვნებისადმი, რომლებიც მოწოდებულნი არიან ემსახურონ ღვთის ხალხს, გვერდით დაუდგნენ ხალხს სულიერად, მიიღონ და მოუსმინონ ყველას. „საფრთხე მდგომარეობს კლერიკალიზმში, სამღვდელო მსახურების დეფორმირებაში, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ მომზადების ადრეულ სტადიებში გაჭირვებულებთან ცოცხალი კონტაქტის დახმარებით“. ამავე სულისკვეთებით არის გამოთქმული თხოვნა სემინარიების, ან კანდიდატთა მომზადების ალტერნატიული გზების მიმართ, რომ მათი მსახურება დაკავშირებული იყოს საკრებულოების ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ფორმალიზმისა და იდეოლოგიის რისკი, რომელსაც მივყავართ ავტორიტარული ურთიერთობებისაკენ და აბრკოლებენ მოწოდების უცილობო ზრდას.
დაუქორწინებლობა
მოხსენებაში ასევე საუბარია დაუქორწინებლობაზე, რომლის შესახებაც ასამბელაზე არაერთგვაროვანი აზრი იქნა გამოთქმული. ყველა ერთხმად აღიარებს მის წინასწარმეტყველურ ფასეულობაზე ქრისტესთან შესაბამისობის მტკიცებულებას. ზოგიერთი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, უნდა გადაიზარდოს თუ არა მისი ღვთისმეტყველური მნიშვნელობა სამღვდელო მსახურებისთვის დისციპლინურ ვალდებულებად ლათინური წესის ეკლესიაში, განსაკუთრებით იქ, სადაც ეს გართულებულია საეკლესიო და კულტურული კონტექსტით. ეს თემა ახალი არ არის და შემდგომ განხილვას საჭიროებს.
ეპისკოპოსების როლი
ასევე დიდი ყურადღება ეთმობა ეპისკოპოსის როლს, რომელიც მოწოდებულია ხელი შეუწყოს საერთო პასუხისმგებლობას ანუ ჩართოს სხვა ეპარქიის წარმომადგენლები და სასულიერო პირები, რათა შეამციროს ადმინისტრაციული და სამართლებრივი ვალდებულებების გადატვირთვა, რაც ხშირად ხელის შემშლელია მის მისიაში. ამავდროულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეპისკოპოსი ყოველთვის ვერ პოულობს ადამიანურ მხარდაჭერას და სულიერ საყრდენს და რომ არც თუ იშვიათია გარკვეული მარტოსულობის მტკივნეული განცდა.
ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები
რაც შეეხება ბოროტად გამოყენების პრობლემას, იგიხშირად ეპისკოპოსს ავალდებულებს მოირგოს მამისა და მსაჯულის როლი ერთდროულად. სასურველია განხილულ იქნას შესაძლებლობა გადასცეს მსაჯულის დავალება სხვა, კანონიკურად დადგენილ ორგანოს.
ნაწილი III
მომზადება
სინოდის მონაწილეები გვთავაზობენ განათლებისადმი სინოდურ მიდგომას, რომელიც შეძლებს სიღრმისეულად შეისწავლოს ეფექტურობისა და სექსუალურობის აღზრდის თემა, გაუძღვეს ახალგაზრდებს მოწიფულობის გზაზე და მხარი დაუჭიროს მათ ემოციურ მომწიფებას, რომლებიც მოწოდებულნი არიან დაუქორწინებლობისაკენ და უმანკოებისაკენ ბერ-მონაზვნურ ცხოვრებაში. დოკუმენტში საუბარია ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან უფრო ღრმა დიალოგის შესახებ საკითხებზე, რომლებიც საკამათოა ეკლესიის შიგნითაც კი. განსახილველი თემებია გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია, სიცოცხლის დასასრული, რთული ოჯახური სიტუაციები, ასევე ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ეთიკური საკითხები. ისინი ეკლესიას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ასახვას მივცეთ საჭირო დრო და ჩავდოთ მასში მაქსიმალური ძალისხმევა, გამარტივებული მსჯელობების გარეშე, რომელიც ზიანს აყენებს ადამიანებს და ეკლესიის სხეულს. ბევრი სახელმძღვანელო უკვე შემოთავაზებულია ეკლესიის მაგისტერიუმის მიერ და ელოდება განხორციელებას შესაბამის სამწყსო ინიციატივებში.
მოსმენა
მოხსენებაში კიდევ ერთხელ ვხვდებით მოწოდებას გულდასმით მოვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც თავს გრძნობენ მარგინალებად ან ეკლესიიდან გათიშულებად ოჯახური მდგომარეობის, იდენტურობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო და რომლებიც ითხოვენ,რომმათ მოუსმინონ, გვერდით დაუდგნენ და დაიცვან მათი ღირსება. „ამ ადამიანებს სურთ ეკლესიის წიაღში დაბრუნება, სურთ პატივი სცენ და მოუსმინონ განსჯის, შიშის გარეშე. ქრისტიანებს არ შეუძლიათ პატივი არ სცეს ნებისმიერი ადამიანის ღირსებას“ - ნათქვამია ტექსტში.
პოლიგამია
სინოდის ზოგიერთი აფრიკელი წევრის მიერ გაზიარებული გამოცდილების ფონზე, SECAM (აფრიკისა და მადაგასკარის ეპისკოპოსთა კონფერენციების სიმპოზიუმი) მოწოდებულია ხელი შეუწყოს მრავალცოლიანობის საკითხის საღვთისმეტყველო და სამწყსო კვლევას და გვერდით დაუდგნენ ადამიანებს, რომლებიც უახლოვდებიან რწმენას პოლიგამიური გაერთიანებების მეშვეობით.
ციფრული კულტურა
და ბოლოს, შემაჯამებელ დოკუმენტში საუბარია ციფრულ გარემოზე. სინოდის მონაწილეები მოუწოდებენ ადამიანებს მიმართონ თანამედროვე კულტურას ყველა სივრცეში, სადაც ადამიანები ეძებენ არსს და სიყვარულს, მიმართონ მათ შორის მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინტერნეტმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზიანი და ტრავმა. მაგალითად, ბულინგის, დეზინფორმაციის, სექსუალური ექსპლუატაციისა და დამოკიდებულების გამო. აქედან გამომდინარე, აქტუალური კითხვაა,როგორ შეუძლია ქრისტიანულ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს ოჯახებს, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცის უსაფრთხოებას, არამედ მის სულიერ სარგებელს“.
წყარო: www.vaticannews.va
შოთა გიქოშვილი
Comments