top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

სულხან–საბა ორბელიანის უნივერსტიტეში პაპთან შეხვედრის დეტალები გაიხსენეს

სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება, სადაც პაპ ფრანცისკესთან სტუმრობის დეტალები გაიხსენეს.



ერთი წლის წინ, 2023 წლის 13 თებერვალს უნივერსიტეტის დელეგაცია: მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თანამშრომლები და სტუდენტები ვატიკანში პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ.


„დღევანდელი დღე იყო იმ მნიშვნელოვანი, ისტორიული ვიზიტის გახსენება, რომელიც ერთი წლის წინ შედგა. ეს ვიზიტი მიეძღვნა უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს და უდიდესი მნიშვნელობის იყო: პირველ რიგში, ეს იყო აღიარება უნივერსიტეტისა პაპისა და ვატიკანის მხრიდან და მეორე, ეს იყო „საბაუნიში“ დასაქმებული ადამიანებისათვის განცდა, რომ ისინი ერთი მთლიანობის ნაწილი არიან“, – ამბობს სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი შორენა პარუნაშვილი.


შეხვედრაზე, რომელიც პაპთან შეხვედრის გახსენებას მიეძღვნა, ვატიკანის ელჩის მრჩეველი, მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, ასევე კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი „საბაუნის“ დამფუძნებელი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო იმყოფებოდნენ.


„ეს არის საუკეთესო საშუალება, როცა იხსენებ რაღაც მნიშვნელოვან მოვლენას და არ აყენებ საკუთარ თავს იმ მდგომარეობაში, რომ იძულებული გახდე ერთი და იგივე გამოცდილება ყოველ წელს მიიღო. ვიზიტი უნივერსიტეტის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა და ვნახოთ როგორი იქნება მომავალი იუბილეები“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი მამა აკაკი ჭელიძე.


2023 წლის 13 თებერვალს პაპთან შეხვედრისას, რომის ეპისკოპოსმა უნივერსიტეტის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა:


„მადლობას მოგახსენებთ თქვენი ვიზიტისა და საქმიანობისათვის, რომელიც საუკეთესო მაგალითია თავდადებული კულტურული კვლევა-ძიებისა და იმ ფასდაუდებელი სიკეთისა, ახალგაზრდობის აღზრდა რომ ჰქვია. განათლება სწორედ ამას გულისხმობს - ხელი შეუწყო ახალი თაობების ზრდას, ყველაზე ნაყოფიერი ფესვების აღმოჩენასა და მოვლას, რათა იხარონ და ნაყოფი გამოიღონ. ეს კარგად ეხმიანება თვით საქართველოს იდენტობასაც, ახალგაზრდა, მაგრამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნისა, ზეცით კურთხეული მიწისა, რომლის ბედნიერი მოგონებანიც მარად შემორჩა ჩემს ხსოვნას“...




ვრცლად პაპის სიტყვა ნახეთ აქ


 

რობი ზარიძე

Comments


bottom of page