ებრაელებს შორის ადრეულ საუკუნეებშივე არსებობდა რელიგიური წესი, რომელიც დაკავშირებული იყო ბავშვის ტაძრად წარდგენასთან. ჯერ არდაბადებულ ბავშვებს მშობლები უძღვნიდნენ ღმერთს მსახურებისთვის, ხოლო სანამ 5 წლისა გახდებოდა,მშობლები შვილებს მღვდლებს აბარებდნენ, მღვდლები თავის მხრივ აღასრულებდნენ მიძღვნის წესს.
ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვებს უფრო დიდი ხნით ტოვებდნენ მღვდლებთან, სადაც ასწავლიდნენ და ეხმარებოდნენ ადგილობრივ სასულიერო პირებს ღვთისმსახურებისა და მსხვერპლშეწირვის აღსრულებაში.
ტრადიცია გვეუბნება, რომ უწმინდესი ქალწული მარიამი 3 წლის ასაკში მშობლებმა, წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ტაძარში წარადგინეს. ეკლესია აღნიშნულ მოვლენას ზეიმობს, როგორც უწმინდესი ქალწული მარიამის ტაძრად წარდგენას.
ზოგიერთ რელიგიურ საზოგადოებაში ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც დიდდღესასწაული.
VI საუკუნიდან დღესასწაული იზეიმება იერუსალიმში, ხოლო დასავლეთში ჯვაროსნული ლაშქრობების დროიდან. დღესასწაულის საყოველთაობა დაამტკიცეს პაპებმა: სიქსტუს V - (1585 - 1590) და კლიმენტი VIII - მ (1592 - 1605).
წყარო: pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments