top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

უფლის ფერისცვალება



ფერისცვალების დღესასწაულს, რომელსაც ასევე უწოდებენ ეპიფანიას ან თეოფანიას, კათოლიკე ეკლესია აღნიშნავს 6 აგვისტოს. ამ დღის ლიტურგიაში მოხსენიებულია სახარებაში აღწერილი მოვლენა, რომლითაც ქრისტემ გამოავლინა თავისი ღვთაებრიობა.


წმინდა წირვა და ფერისცვალებაზე წაკითხული სახარების მონაკვეთი სავსეა სიმბოლური მნიშვნელობებით. ბიბლიაში მთა, ნათელი და ღრუბელი დამახასიათებელია ღვთის გამოცხადებებისთვის. „იესომ წაიყვანა პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე. იქ ფერი იცვალა მათ წინაშე”(მთ. 17:1).


იესოს სახე მზესავით ანათებდა, სამოსელი თოვლივით თეთრი იყო, მოსე და ელია გამოჩნდნენ და ღრუბლიდან ღვთის ხმა გაისმა.


მათ დაამოწმეს და აჩვენეს, რომ ყველა გამოცხადება იესომდე მიდის. უდავო მამის ხმა, რომელიც ამბობს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე, მას უსმინეთ! (მთ. 17:5).


უფლის ფერისცვალებას უნდა განემტკიცებინა მოციქულთა რწმენა და ასევე მოემზადებინა ისინი იესოს ტანჯვისა და სიკვდილისათვის. ფერიცვალება ასევე აჩვენებს, რომ იესოს მიერ გამოცხადებულ დიდებამდე მისაღწევად უნდა განეცადათ ტანჯვა და სიკვდილი.


ისევე, როგორც ყოველი თეოფანია (ღვთაებრიობის გაცხადება),უფლის ფერიცვალება ადამიანებში იწვევს გაოცებასა და აღფრთოვანებას, თუმცა ასევე შიშს, სწორედ ამიტომ წმინდა პეტრე ამბობს: “რა კარგია, რომ აქ ვართ?!”. ცოტა მოგვიანებით კი მოწაფეები სახით მიწაზე დაემხნენ და შეშინდნენ.


რელიგიათმცოდნეობა ამბობს, რომ ღმერთი არის Mysterium Fascinosum et Tremendum (აღფრთოვანებისა და შეძრწუნების საიდუმლო).


აღმოსავლეთის ქრისტიანებში ფერისცვალება აღინიშნებოდა V საუკუნიდან, იგი აღმოსავლეთ საქრისტიანოს საეკლესიო კალენდარში დღემდე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.


დასავლეთში ამ დღესასწაულის შესახებ ცვლილებები VII და VIII საუკუნეებიდან მოდის. იგი უფრო მეტ გავრცელებას ჯვაროსანთა ლაშქრობების პერიოდში პოვებს, მაშინ, როცა დიდი პოპულარობით სარგებლობდა წმინდა მიწაზე მომლოცველობა. იმ დროიდან თაბორის მთა ასდევე ცნობილია, როგორც ფერიცვალების მთაც.


1457 წელს, პაპმა კალიქსტუს III-მ, ბელგრადთან თურქებზე გამარჯვების აღსანიშნავად (1456 წლის 6 აგვისტო) მადლიერების ნიშნად,ეს დღესასწაული მთელი ეკლესიის ლიტურგიულ ვალდებულებად გამოაცხადა.


1964 წელს, თაბორის მთას ეწვია პაპი პავლე VI, რომელმაც მოილოცა წმინდა მიწა.


წყარო: pl.aleteia.org



შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page