ფოტოები: რომის სკოლების მოსწავლეებმა პაპს მოსაკითხი ბარათები გაუგზავნეს
- catholic.ge
- Feb 24
- 1 min read
22–23 თებერვალს, შაბათ-კვირის განმავლობაში, „ჯემელის საავადმყოფოში“ მყოფმა პაპმა რომის სკოლის მოსწავლეებისგან ათობით ბარათი მიიღო. მოსწავლეები წმინდა მამას სიყვარულს უგზავნიან და სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ.

"ძვირფასო პაპო, იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდები, რომ ჩაგეხუტო. ძალიან მიყვარხართ“, - წერია ერთ წერილში, რომელზეც წმიდა მამის გამოსახულებაა.

"მე შენ ძალიან მიყვარხარ და ვიმედოვნებთ, რომ მალე გამოხვალ საავადმყოფოდან", - წერს მეორე.
სხვა მოკითხვის ბარათები მოიცავს კრეატიულ ილუსტრაციებს, მათ შორის ნეტარ კარლო აკუტისის გამოსახულებას, ასევე პაპ ფრანცისკესა და წმიდა პეტრეს ბაზილიკის წმიდა კარს.

პაპი ფრანცისკე კლინიკაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. როგორც მაშინ წმინდა საყდარმა განაცხადა, მას ბრონქიტი ჰქონდა. მოგვიანებით, პაპს ორმაგი პნევმონია დაუდგინდა და მისი მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა.
22 თებერვალს პაპს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა, გამოვლინდა თრომბოციტოპენიაც. ანალიზებმა კი თირკმლის მსუბუქი უკმარისობა გამოვლინდა.

24 თებერვლის დილის მონაცემებით, პაპმა ღამე მშვიდად გაატარა.
თაკო ფეიქრიშვილი
Comments