top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ქართველი კათოლიკე სემინარისტები ყაზახეთში ბრუნდებიან

ქართველმა კათოლიკე სემინარისტებმა, რომლებიც ყაზახეთის ქალაქ ყარაღანდის სემინარიაში სწავლობენ, საზაფხულო არდადეგები სამშობლოში გაატარეს, სექტემბრიდან კი კვლავ სემინარიაში ბრუნდებიან. მათ catholic.ge ესაუბრა.

ფოტო – 2021 წელი, სემინარიაში გამგზავრება

ილია შაბაშვილს, რომელიც სემინარიაში მესამე კურსზე გადავიდა, სტიმატინელთა ორდენის წევრობა სურს. პაატა ჩუბინიძე კი, რომელიც სემინარიის მეორე კურსზეა, კამილიელთა ორდენის ძმაა.


ივლისში მათთვის არდადეგები დაიწყო და სექტემბრამდე საქართველოში სხვადასხვა სამრევლოში აგრძელებდნენ მუშაობას. ყაზახეთის სემინარიაში დაბრუნებამდე მათ catholic.ge-სთან საკუთარ გადაწყვეტილებებსა და შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს:


გამოწვევები სემინარიაში

ილია: უკვე სამი წელია სემინარიაში ვარ და ვთვლი, რომბედნიერი ვარ. მართალია, ბევრი სირთულის გადალახვამომიწია, როგორც სემინარიაში, ასევე მის გარეთ, თუმცა ამ სირთულეებსაც დადებითად ვაფასებ, რადგან ჩემი სულიერი და ინტელექტუალური ზრდისათვის აუცილებელი იყო.


პაატა: ყაზახეთში კამილიელთა ორდენი არ არის, ამიტომ თავიდან უცხო გარემომ ცოტა დამაბნია, ეს შეეხებოდა ამ ქვეყნის განსხვავებულ კულტურას, თუმცა თავი მარტო არ მიგრძვნია. რუსული ენა კარგად არ ვიცოდი და ჩემი საუბარი ნახევრად პოლონურიიყო... სემინარიის პირველი წელი ჩემმა მეგობარმა, ილია შაბაშვილმა გადამატანინა, რომელმაც სემინარიაში სწავლა ჩემზე წინ დაიწყო და იცნობდა იმგარემოსა და მენტალიტეტს. ყაზახეთში წასვლამდე პოლონეთში ვსწავლობდი და ეს გარკვეულწილად დამეხმარა კიდეც. ვინაიდან, ყაზახეთი მუსლიმური სახელმწიფოა, იქ კათოლიკეების უმრავლესობასადრე გადასახლებული პოლონელები წარმოადგენენ.


საქართველოს კათოლიკე ეკლესია

ილია: მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველო იქ მყოფ სემინარისტებს გავაცნოთ. ისინიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. მათთან ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის, კულტურის, ტრადიციებისადა ჩვენი კათოლიკე ეკლესიის შესახებ. ძალიან დაინტერესებულები არიან ჩვენით თავად ყაზახები დაჩვენი თავის წარმოჩენაში რაღაც დოზით catholic.ge - ს მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები გვეხმარება. ეს მეტი თვალსაჩინოებაა მათთვის.


სამომავლო გეგმები

ილია შაბაშვილი სემინარიაში 3 სექტემბერს დაბრუნდა, პაატა ჩუბინიძე კი სწავლას 9 სექტემბრიდან გააგრძელებს. თუმცა მანამდე, 8 სექტემბერს იგი აღთქმებს განაახლებს.

პაატა: ყოველი ჩემი აღთქმის განახლება ბედნიერებაა, რომ ვარ ბერი და სნეულთა მსახური.


პაპის ვიზიტი ყაზახეთში

13–15 სექტემბერს პაპი ფრანცისკე ყაზახეთს ეწვევა. საქართველოდან ჩასული სასულიერო პირები დაესწრებიან.


ილია: პაპთან ვიზიტისას, ასევე ვიქნებით სემინარისტებიც,საქართველოს წარმომადგენელ დელეგატ მღვდელთან ერთად.


ცნობისთვის, ქართველი კათოლიკეები უკვე წლებია ყაზახეთში სწავლობენ, ეპარქიათაშორისუმაღლესკათოლიკურსასულიეროსემინარიაში, სახელწოდებით – „მარიამი - ეკლესიის დედა“.


ესაუბრა შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page