ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) წარმომადგენელი, მაკო ღავთაძე ქუთაისში კათოლიკური ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
"ქუთაისის ტაძარს უწოდო ყოფილი კათოლიკური ან მართლმადიდებლური, არის მცდარი.
ეს არის კათოლიკური ტაძარი, რომელიც ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია (მიტაცებული უფრო ზუსტი სიტყვაა).
ის ფაქტი, რომ ახლა წართმეულია, არ ცვლის იმ უტყუარ ფაქტს, რომ ტაძარი კათოლიკურია.
იგივე ბათუმის ტაძარზე იგივე გორის ტაძარზე იგივე უდეს ტაძარზე იგივე ივლიტას ტაძარზე იგივე ბუზმარეთის ტაძარზე
ყველა კათოლიკურია, დროებით წართმეული", – წერს სოციალურ ქსელში მაკო ღავთაძე.
ცნობისათვის, 4 ოქტომბერს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, კათოლიკე მრევლს კათოლიკურ ტაძარში ღვთისმშობლის ქანდაკებით შესვლა აუკრძალა. მსვლელობისას, კათოლიკეებს ტაძრის ეზოს გარშემო საავარიო ლენტი დახვდათ შემოვლებული, შესასვლელი კი – მანქანებით ჩახერგილი.
ვრცლად, თემაზე – ‘ვითმენთ, მაგრამ უტვინოები არ ვართ!’
Comments