top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ღვთის სიტყვა ერთადერთი კომპასია ჩვენს ცხოვრებაში' - პაპი ფრანცისკე

ინდონეზიაში ვიზიტის დასკვნით ეტაპზე, პაპმა ფრანცისკემ ჯაკარტას ჯერალო ბუნგ კარნოს სახელობის სტადიონზე წმიდა წირვა აღავლინა. ლიტურგიას დაახლოებით 100 000 ადგილობრივი და მომლოცველი დაესწრო.


პაპი ქადაგებაში ორ მთავარ ასპექტს შეეხო, რომლებიც ადამიანს ქრისტეს მოციქულად გახდომაში ეხმარება:


- ღვთის სიტყვის მოსმენა და მისი განხორციელება საკუთარ ცხოვრებაში - "ადამიანის გული მუდმივ ძიებაშია, რომელსაც სურს კმაყოფილება ჰპოვოს ბედნიერებაში და ეს ბედნიერება ღვთის სიტყვაა. იგი არის ჩვენი გზის ერთადერთი კომპასი, რომელიც მიგვიძღვია ცხოვრების ჭეშმარიტი არსისკენ".


წმიდა მამის სიტყვებით, ქრისტეს მიციქულის უპირველესი დავალება -  არა გარეგნული უნაკლო რელიგიურობა, არამედ მაცხოვნებელი სიტყვის, ქრისტეს სიტყვის სმენაა. ნამდვილი რწმენა იწყება ქრისტეს მიღებით ჩვენს ნავში, მაშინ, როცა მის სიტყვას ვისმენთ და ვაძლევთ უფლებას გარდაგვქმნას.


"ქრისტიანებმა პრაქტიკაში უნდა განახორციელონ ღვთის სიტყვა, გაბედულად მოისროლონ სახარების ბადეები წუთისოფლის ღრმა წყლებში და იცხოვრონ იმ სიყვარულში, რომელსაც გვასწავლის და რომლითაც ცხოვრობს იესო ქრისტე. ამ გზაზე შეგვხვდება სირთულეები და წინაღობები, გვექნება ცდუნება ჩამოუშვათ ხელები, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მაგალითი ყოველთვის უნდა ავიღოთ წმინდა პეტრე მოციქულისგან, რომელმაც მთელი ღამის უშედეგო თევზაობის შემდეგ მოუსმინა იესოს, კვლავ მოისროლა ბადე წყალში და  სასწაულის მოწმე გახდა".


წირვის ბოლოს, პაპმა ფრანცისკემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ეკლესიას, სასულიერო და საერო პირებს, ასევე საერო ხელისუფლებას - ინდონეზიელი ხალხის მსახურებისთვის.


"ძმებო და დებო, დაე, დაგლოცოთ ღმერთმა, განგამტკიცოთ მშვიდობასა და სიყვარულში".


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page