top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'ღვთისგან მივიღეთ ბაღი და ნუ დავუტოვებთ შვილებს უდაბურ დედამიწას' – პაპი



სტრასბურგში გამართულ ევროპარლამენტის ასამბლეას პაპმა ფრანცისკემ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა, სადაც იგი ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების შესახებ საუბრობს.


რომის ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ წმინდა საყდარი, როგორც შუამავალი ქვეყანა, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს ევროსაბჭოს საქმიანობას ამ მიმართულებით და დარწმუნებულია, რომ ამ ორგანიზაციის ყოველი ინიციატივა და კონკრეტული გადაწყვეტილება შეძლებს გააუმჯობესოს დრამატულ მდგომარეობაში არსებული ჩვენი პლანეტის ყოფა.


პაპი ხაზს უსვამს წმინდა საყდრისა და ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას და მტკიცედ გამოხატავს პოზიციას, მხარი დაუჭირონ ბუნების დაცვის საკითხს. „ღვთის ეს უდიდესი საჩუქარი არის ჩვენ განკარგულებაში არა იმიტომ, რომ გავაუდაბუროთ, გამოვიყენოთ და დავამციროთ, არამედ იმიტომ, რომ დავტკბეთ მისი სიდიადით, შევძლოთ ვიცხოვროთ ღირსეულად. საერთო სახლზე ზრუნვა არის უნივერსალური პრინციპი არა მხოლოდ მორწმუნეებისათვის, არამედ ყოველი კეთილი ნების ადამიანისათვის“.


პაპი ფრანცისკე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის არცერთი ინიციატივა არ უნდა შეიზღუდოს გეოგრაფიული განზომილების გამო, არამედ უნდა მოიცვას მთელი მსოფლიო. ამ თვალსაზრისით ევროსაბჭოს გადასაწყვეტია შექმნას ახალი უფლებამოსილი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებული იქნება გარემოს ზრუნვა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.


“აღარ არის ლოდინის დრო, ვალდებულნი ვართ ვიმოქმედოთ. ნებისმიერი ინსტრუმენტით, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულობის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას და რომელიც არის ევროსაბჭოს ძირითადი ფასეულობები, შეიძლება სასარგებლო იყოს ამ გლობალური პრობლემებიც გადაჭრაში”.


ვერავინ უარყოფს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ღირსეული და ყოველმხრივ განვითარებული ცხოვრების პირობებში. თუმცა, როცა ადამიანები თვლიან, რომ არიან სამყაროს მეპატრონეები და არა მისი პასუხისმგებლიანი გამგებელნი, სწორედ ასეთ პირობებში ხდება როგორც ეკოლოგიური, ასევე ადამიანური რესურსის დანაგვიანების გამართლება. აუცილებელია გავექცეთ შეუზღუდავ მოთხოვნილებებს, ისე, როგორც ეს დღეს ხდება. საჭიროა კურსი რეალური ცვლილება. ადამიანის ხელახალი პასუხისმგებლობის გაცნობიერება საკუთარი თავის წინაშე, სხვების წინაშე, საზოგადოების წინაშე, ქმნილებების წინაშე და ღმერთის წინაშე. – აღნიშნა წმინდა მამამ.

ახლანდელი ეკოლოგიური კრიზისი მოგვიწოდებს საერთაშორისო და ოპერატიული დიალოგისაკენ ყველა დონეზე. დაწყებული ადგილობრივიდან, საერთაშორისოთი დამთავრებული, ასევე ინდივიდუალური და ლოგექტიური პასუხისმგებლობით. ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ მომდევნო თაობების წინაშე აღებულ ვალდებულებას.


„ღვთისგან მივიღეთ ბაღი და არ გვაქვს უფლება ჩვენს შვილებს დავუტოვოთ უდაბური დედამიწა“.


გზავნილის ბოლოს, წმინდა მამამ მოუწოდა პოლიტიკოსებს გაბედული და იმედით აღსავსე ქმედებებისკენ: „დროა დღეს მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები საერთო სახლისა და ყოველი ადამიანის უფლებების დასაცავად“.


წყარო: www.vaticannews.va


შოთა გიქოშვილი

Commentaires


bottom of page