top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ყველაზე მცირე ეკლესია მსოფლიოში

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე პატარა ეკლესია ესპანეთშია. იგი ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენიდან 500 წლისთავს მიეძღვნა.


თითქმის ორი კვადრატული მეტრის ზომის ეკლესია წმინდა ელისაბედ უნგრელის სახელობისაა და მალაგასთან ახლოს, ბენალმადენაში მდებარეობს. იგი მსოფლიოში ყველაზე პატარა ეკლესიაა და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

 

ეკლესია მდებარეობს კოლომარესის ციხესიმაგრის შიდა ტერიტორიაზე. იგი 1987-1994 წლებში ესპანელმა ექიმმა, ესტებან მარტინმა ააშენა და კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის 500 წლისთავს მიეძღვნა. ეკლესია შემკულია ბიზანტიური და გოტიკური ელემენტებით.

 

მცირე ზომის ეკლესიისა და სიმბოლოების გარდა, რომლებიც დაკავშირებულია იზაბელასა და ფერდინანდთან, აქ ასევე შესაძლებელია იმ გემის ასლის ნახვა, რომლითაც კოლუმბმა მიაღწია ე.წ. ახალ მსოფლიოს: “La Niña, la Pinta და La Santa María”.

 

შოთა გიქოშვილი

 

Comments


bottom of page