საერთაშორისო ორგანიზაცია Open Doors, რომელიც უკვე 30 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში ქრისტიანთა მდგომარეობას სწავლობს, კვლევას აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქრისტიანთა 14% დევნის ან დისკრიმინაციის მსხვერპლია.
მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანთა უმეტესი ნაწილი უსაფრთხო სამყაროში ცხოვრობს და ყოველდღიურად სერიოზულ დევნას არ განიცდის, ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნებში, სადაც ქრისტეს რწმენის გამო ადამიანები იდევნებიან. ორგანიზაცია Open Doors–ის მონაცემებით, იმ ქრისტიანთა რაოდენობა, რომლებიც შევიწროებას, ტანჯვასა და სიკვდილსაც კი განიცდიან, მთელს მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება.
Open Doors–ის კვლევა ეხება 50 ქვეყანას, სადაც ქრისტიანთა დევნა ჩვეულებრივი მოვლენაა. პუბლიკაციაში ასევე შედის უშუალოდ დევნის მსხვერპლთა მოწმობები.
მოხსენების ავტორები საზოგადოებას მოუწოდებენ ლოცვისკენ ჩვენი დევნილი ძმებისთვის, რადგან ლოცვა მათთვის ფასდაუდებელი მხარდაჭერაა. გარდა ამისა, იმის ცოდნა, რომ მათთვის ლოცულობენ, დაზარალებულებს შეახსენებს, რომ მარტო არ არიან.
ქრისტიანთა 14 % იდევნება
ორგანიზაციის კვლევაში –‘World Persecution Watch – 2025’ (მსოფლიო დევნის საათი) წერია, რომ დაახლოებით 380 მილიონი ქრისტიანი (14%) ამჟამად ცხოვრობს ისეთ რეგიონებში, სადაც რწმენის გამო დევნას ან დისკრიმინაციას განიცდის. დაახლოებით 210 000 ადამიანი დევნილობაშია რწმენის გამო; 4000 ადამიანზე კი განხორციელდა სექსუალური ძალადობა, შევიწროება ან არაქრისტიანული იძულებით ქორწინება; დაახლოებით 55000 სცემეს, დააშინეს ან ცუდად მოექცნენ; ხოლო 4476 ადამიანი ქრისტიანობისათვის მოკლეს.
წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, სადაც ქრისტიანები იდევნებიან:
ავღანეთი
ავღანეთი მეათე ადგილს იკავებს ქრისტიანული რწმენისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების სიაში. ამ ქვეყანაში შეუძლებელია ქრისტიანული რწმენის საჯარო აღიარება. ქრისტიანობაზე მოქცევისთვის თალიბანი ადამიანებს სიკვდილით სჯის. მკაცრი სასჯელის გამო ბევრ ქრისტიანს, რომლებიც ამხილეს, სხვა გზა არ აქვთ, გარდა ქვეყნიდან გაქცევისა. კვლევაში აღნიშნულია, რომ პრობლემას ამწვავებს ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების მიმართ შეზღუდვები.
ირანი
ირანში ქრისტიანთა ორი კატეგორია არსებობს: აღიარებული და არაღიარებული. პირველი მოიცავს ისტორიულ სომხურ და ასურელ ქრისტიანულ თემებს, მაგრამ Open Doors აღნიშნავს, რომ ეს ქრისტიანები ასევე განიხილებიან როგორც მეორე კლასის მოქალაქეები. მეორეს მხრივ, ხელისუფლების მიერ არაღიარებული ქრისტიანები არიან ქრისტიანობაზე მოქცეულნი, რომლებმაც უნდა დამალონ თავიანთი რწმენა, რადგან ქრისტიანობაზე მოქცევა ირანში უკანონოდ ითვლება. ხელისუფლება თვლის, რომ ამ პიროვნებებზე დასავლური კულტურის გავლენა მოახდინეს და მათ ისლამისა და რეჟიმისთვის საფრთხედ მიიჩნევენ.
პაკისტანი
პაკისტანში ქრისტიანები იდევნებიან უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში არსებული მკაცრი კანონის გამო, რომელიც ეხება მკრეხელობას და მისი დარღვევა ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას. პაკისტანში მოსახლეობის დაახლოებით 1,8% ქრისტიანია, თუმცა დაახლოებით 25% დევნის სამიზნეა, რომლებიც მკრეხელობაში ამხილეს. ხშირად სამართალდამცავ უწყებას არ აქვს დრო, რომ გაუმკლავდეს მკრეხელობის საქმეს, რადგან მუსლიმი ბრბო მათ ჩაქოლავს ან ლინჩის წესით გაასამართლებს.
ნიგერია
ნიგერია ქრისტიანებისთვის მეშვიდე ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება, ჯიჰადისტების მძარცველთა ბანდების გამო, რომლებიც ძალადობას ახორციელებენ ქრისტიანულ თემებზე. იქაური ხელისუფლება სრულიად არაეფექტური იყო სხვადასხვა ჯგუფის, მათ შორის ფულიანი მებრძოლების, ბოკო ჰარამისა და ISWAP-ის (ისლამური სახელმწიფოს დასავლეთ აფრიკის პროვინცია) თავდასხმების შეჩერებაში. ეს ბანდები კლავენ მამაკაცებს, იტაცებენ და სექსუალურად ძალადობენ ქალებზე.
ერიტრეა
მოხსენებაში ერიტრეა აღწერილია როგორც “აფრიკის ჩრდილოეთ კორეა”. ქრისტიანებს აკონტროლებენ ტელეფონით, ინტერნეტით და მუდმივი მეთვალყურეობით. ხელისუფლებამ ოფიციალურად აღიარა ზოგიერთი ქრისტიანული ეკლესია - მართლმადიდებლური, კათოლიკური და ლუთერანული, მაგრამ ისინი, ვინც მოექცნენ, მსგავსი პრობლემები აქვთ, რაც ირანშია. უფრო მეტიც, მთავრობა იძულებით უშვებს ახალგაზრდა ქრისტიანებს შეიარაღებულ ძალებში განუსაზღვრელი ვადით.
სუდანი
Open Doors აღნიშნავს, რომ სუდანი რელიგიური თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე იყო, როდესაც გადატრიალებამ და შემდგომმა ომმა გაანადგურა ეს იმედები. ომმა გამოიწვია მსოფლიოში შიმშილისა და იძულებით გადაადგილების ყველაზე უარესი კრიზისი და კონფლიქტის არც ერთი მხარე არ ყოფილა ტოლერანტული ქრისტიანების მიმართ, რამაც გამოიწვია დევნის ტალღა. საშუალო სუდანელი ქრისტიანი გატაცებისა და სიკვდილით დასჯის შიშით ცხოვრობს. ქვეყანაში ასზე მეტ ეკლესიას დაესხნენ თავს, დაანგრიეს და გაანადგურეს.
ლიბია
ლიბია კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელიც განსაკუთრებით მტრულად არის განწყობილი ქრისტიანთა მიმართ. ისლამური მებრძოლების ბანდები ქრისტიანებს თავს ესხმიან. ეს განსაკუთრებით ეხება უცხოელ ქრისტიანებს, რომლებიც ლიბიაში გაიქცნენ სუბსაჰარის აფრიკიდან და მათ ხშირად სასტიკად კლავენ. ქრისტიანები, რომლებიც ღიად გამოხატავენ თავიანთ რწმენას, თავს უზარმაზარ საფრთხის წინაშე აყენებენ. სიტუაციას ამძიმებს კანონის აღსრულების საკითხი და ეფექტური ხელისუფლების არარსებობა.
იემენი
იემენში სამოქალაქო ომმა ქვეყანა სამ ტერიტორიად დაყო.ზოგიერთ მათგანს აკონტროლებენ ტერორისტებად დასახელებული ორგანიზაციები, რომელთაგან ქრისტიანებისადმი მეგობრულად განწყობილი არცერთია; ზოგიერთ რაიონში სახიფათოა წმიდა ბიბლიის ქონა და ისინი, ვინც ქრისტიანები არიან, შეიძლება დააკავონ, აწამონ ან მოკლან. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მუქარის მიუხედავად, ბევრი მუსლიმი იმედგაცრუებულია ისლამით, რაც იემენის ეკლესიის ზრდას ხელს უწყობს.
სომალი
ამ ქვეყანაში, სადაც შარიათის კანონი შემოიღეს, ადამიანებს, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, ხშირად მაშინვე კლავენ. ქრისტიანები არიან არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანების მებრძოლთა თავდასხმის ქვეშ, მაგრამ ისინი ასევე განიცდიან უზარმაზარ სოციალურ ზეწოლას ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან. ქრისტიანობაზე მოქცევის ეჭვმაც კი, ადამიანს შეიძლება საფრთხე შეუქმნას მეზობლების მხრიდან. სომალიში აღმოჩენილ ქრისტიანებს ემუქრებათ შინაპატიმრობა, იძულებითი ქორწინება, იძულებითი ისლამურ რიტუალებში მონაწილეობა და სიკვდილი.
ჩრდილოეთ კორეა
თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ კორეა იყო ქვეყანა, სადაც ქრისტიანები ყველაზე სასტიკ დევნას განიცდიდნენ. ისინი შეიძლება დაუყოვნებლივ დახოცონ ან გაგზავნონ შრომით ბანაკში, სადაც გადარჩენის შესაძლებლობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. თუ ვინმეს აღმოაჩენენ, რომ ქრისტიანია, ხელისუფლება ზოგჯერ მის ოჯახსაც კი სჯის. ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ეკლესია არ არსებობს და ყველა ქრისტიანმა თავისი რწმენა საიდუმლოდ უნდა შეინახოს, მაგრამ Open Doors მაინც ვარაუდობს, რომ მიწისქვეშა ეკლესია იზრდება. ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეაში დაახლოებით 400 000 ქრისტიანი ფარულად მონაწილეობს ღვთისმსახურებაში.
წყარო: pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
Comments