top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

'შეაჩერეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები' - პაპი ფრანცისკე

პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში შეკრებილ ათასობით მომლოცველს მიმართა და ყურადღება გაამახვილა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვასთან დაკავშირებულ კონვენციაზე.



წმინდა მამამ შეკრებილებს შეახსენა, რომ 1–ელ მარტს 25 წელი სრულდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციის მიღებიდან, რომელიც მიზნად ისახავს უდანაშაულო ადამიანების დაცვას.


პაპმა ფრანცისკემ მადლიერების სიტყვები გამოთქვა ყველას მიმართ, ვინც დანაღმული ტერიტორიის განაღმვით არის დაკავებული და ეხმარება მსხვერპლს. წმინდა მამა აღნიშნა, რომ მათი მუშაობა არის „კონკრეტული პასუხი საყოველთაო მოწოდებაზე, იყოთ მშვიდობისმყოფელები“. 


“გამოვხატავ ჩემს სიახლოვეს ამ ცბიერი მოწყობილობების მიერ შეწირული მრავალრიცხოვან მსხვერპლთა მიმართ, რომელიც გვახსენებს ომის ტრაგიკულობასა და სისასტიკეს. ასევე გვახსენებს იმ საფასურს, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება იხდის. ამასთან დაკავშირებით, მადლიერი ვარ ყველა მათი, ვინც ეხმარება დაზარალებულებს და დაკავებულია  ტერიტორიების განაღმვით. ეს არის პასუხი იმ საერთო გამოწვევაზე, რომელსაც სამშვიდობო მისია ჰქვია და ზრუნვა ძმებსა და დებზე”.


რომის ეპისკოპოსმა ქრისტიანებს მოუწოდა არ დაივიწყონ მრავალგზის ტანჯული ერები: უკრაინა, პალესტინა, ისრაელი და სხვა...

 

“ვილოცოთ ბურკინა-ფასოში ტაძარში ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთათვის, ჰაიტის მცხოვრებთათვის, სადაც კვლავ გრძელდება შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან ადამიანების გატაცება და სხვადასხვა სასტიკი დანაშაულები”, - აღნიშნა წმინდა მამამ და შეხვედრა დაასრულა სამოციქულო კურთხევით.

 

წყარო: www.vaticannews.va

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page