ნაწილი IV
ქრისტიანული იმედი განსაკუთრებით ბრწყინავს შობასა და აღდგომაში. საშობაო მისალოც წერილში დავწერე: „ეს იმედი როდი ეყრდნობა იმ გაერთიანებებსა და შეთანხმებებს, ადამიანები რომ ამყარებენ ერთმანეთთან და რომლებსაც ასე იოლად თელავენ ამბიციების გამო.
![CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024](https://static.wixstatic.com/media/3230ff_9d9c5a9bb3aa425fa346df172a1843f5~mv2.jpg/v1/fill/w_980,h_597,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_avif,quality_auto/3230ff_9d9c5a9bb3aa425fa346df172a1843f5~mv2.jpg)
ლაპარაკია იმ დიდ კავშირზე, რომლის დადებაც გადაწყვიტა ღმერთმა კაცობრიობასთან. ეს ყველაზე ხელსაყრელი შეთანხმებაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს, ვინაიდან თავად ღმერთი იღებს ვალდებულებას – რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა დაგვემართოს – , შეგვეწიოს, დაგვიცვას, მოგვცეს ძალა და სიცოცხლე სამყაროს თუ მასში შემავალ ყოველ ადამიანს. იგი ამას აკეთებს საკუთარი განხორციელებით, როცა ხდება ადამიანად ჩვილ იესოში, იბადება ბაგაში და ამგვარად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას, იყოს უპოვარი უპოვართა და უძლურთა შორის, რომლებიც არიან მისი რჩეულები. განხორციელებით იესო ხდება ადამიანი და კაცობრიობა, ყოველი კაცი თუ ქალი მოყვანილია მისი სიყვარულის შუაგულში. აი, რას ემყარება ჩემი იმედი!!“
მაგრამ განსაკუთრებით ქრისტეს აღდგომა, მისი გამარჯვება სიკვდილზე, ადამიანურ ბოროტებასა და გახრწნილებაზე არის კიდევ უფრო მეტად წყარო უდიდესი და უკონკრეტესი იმედისა, რაც კი შეიძლება არსებობდეს, იმისა, რაც არ ცრუვდება. აღმდგარ ქრისტეში ყოველთვის ხელახლა იბადება იმედი, რადგან საბოლოოდ სიცოცხლე იმარჯვებს. 1პეტრე 1,3 გვეუბნება, რომ „ღმერთმა ხელახლა გვშვა ცოცხალი იმედისთვის იესოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით“.
რა იმედი გვექნებოდა, რომ გვჯეროდეს მკვდარი ღმერთის? რა იმედი გვექნებოდა, რომ არ ვიყოთ დარწმუნებული მარადიულობაში და მხოლოდ ვცდილობდეთ საკმარისად კარგი ცხოვრებით ცხოვრებას ახლა? რა იმედი გვექნებოდა, დარწმუნებულნი რომ არ ვიყოთ რომ ყველა ჩვენი ცოდვა, წარსული, აწმყო და მომავალი, გადახდილია კვარზე? აი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ „იესოს სიკვდილი და აღდგომა“ (კერიგმა) არის რწმენის, იმედისა და სიყვარულის საფუძველი. დიახ, თუ ჩვენ გვჯერა, რომ იესო დაიბადა, გვჯერა რომ მან სასწაულები მოახდინა, მაგრამ არ გვჯერა რომ ის აღდგა და რომ ჩვენც აღვდგებით მასთან ერთად, ვერ ვიტყვით, რომ ქრისტიანები ვართ. არაერთხელ მომისმენია სასაფლაოზე დიდი სადღეგრძელოები გარდაცვლილი ადამიანის მიმართ, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ვინც სადღეგრძელოს ამბობდა, არ სჯეროდა, რომ ჩვენ აღვდგებით მარადიულ სიცოცხლეში. რა იმედი გვაქვს?
მრავალ ეჭვიან ქრისტიანს, რომლებიც სრულად არ იყვნენ ხელახლა დაბადებულნი იმედისთვის, მოციქული პავლე უყენებს ქრისტიანული გამოცდილების ახალ ლოგიკას: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა თქვენი რწმენა და თქვენ ჯერ კიდევ თქვენს ცოდვებში ხართ. მაშასადამე, ისინი, ვინც ქრისტეში მოკვდნენ, დაღუპულნი არიან. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში გვქონია იმედი ქრისტესი, ყველა ადამიანზე მეტად საცოდავნი ვართ“ (1კორ 15, 17–19). ეს ისეა, თითქოს ამბობდეს: თუ გჯერა ქრისტეს აღდგომის, მაშინ დარწმუნებით იცი, რომ არცერთი დამარცხება და არცერთი სიკვდილი არ არის სამუდამო. მაგრამ თუ არ გჯერა ქრისტეს აღდგომის, მაშინ ყველაფერი ცარიელი ხდება, მოციქულთა ქადაგებაც კი.
მათეს, მარკოზისა და ლუკას (ე.წ. „სინოპტიკოსების“) მიხედვით, იესო მიუთითებს წმიდა წერილის უცოდინრობასა და ღვთის ძალის მიმართ უნდობლობას, როგორც აღდგომის მიმართ ყოველგვარი სკეპტიციზმის ძირეულ მიზეზებს (მათეს სახარება 22:29). გარდა ამისა, იოანეს სახარებაში 11,25 იესო აცხადებს: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვისაც სწამს ჩემი, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“. მსგავსი პრეტენზია არ ჭეშმარიტია ან მცდარი: მესამე შესაძლებლობა არ არსებობს. კარგად უნდა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ.
მოციქული პეტრე, შემდეგ, თავის პირველ წერილში (1,3) მოწმობს „ცოცხალი იმედის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით“:ამიტომ არ არსებობს ჭეშმარიტი რწმენა ქრისტეში მისი აღდგომის გარეშე, რომელსაც მოციქული პავლე თვლის „პირველნაყოფად“ (ანუ წინასწარგანჭვრეტად და გარანტიად) ჩვენი აღდგომისა (1კორ 15,20)
პირველი ნაწილი – ‘იმედით მოგზაურნი’
მეორე ნაწილი – ოპტიმიზმი და იმედი
მესამე ნაწილი – იმედი და ბიბლია: მნიშვნელოვანი განმარტება
Comments