top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ჩვენ იმედის პილიგრიმები - ეპისკოპოსის სამწყსო წერილი

ნაწილი V

დედამიწის შუაგულში დევს კურთხევა, უფლის დაპირების თანახმად: იმ დღეს ისრაელი იქნება კურთხევად დედამიწის შუაგულში (ეს 19,24). არსებობს ერი, რომელიც მოწმობს ღვთის კურთხევას და გზას ადგას, რადგან ღვთის კურთხევა სანდო დაპირებაა.

CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024
CATHOLIC.GE - საიუბილეო წლის გახნა საქართველოში / 28.12.2024

ვინ არიან იმედის პილიგრიმები?

„ისინი არიან, ვისაც სწამთ ღვთის დაპირება და ამიტომ გზას ადგანან, დადიან ყველასთან ერთად და თანაგრძნობა აქვთ ყველას მიმართ. კაცობრიობაში ხედავენ ხედავენ ყველა უბედურებას, საშინელებებს. მაინც შიგნით არიან, მაინც განაგრძობენ თანაგრძნობის გამოხატვას კაცობრიობის მიმართ, რადგან დაპირება, რომელიც მათ სწამთ, არ არის პრივილეგია, რომელსაც სრულყოფილთა საზოგადოებაში შეჰყავს, არამედ გამოცხადება, რომელიც მათ სხვების, ყველას მიმართ პასუხისმგებელს ხდის. ყველასთვისაა განკუთვნილი ღვთის კურთხევა და ღვთის მეგობრები ცხოვრობენ დედამიწაზე, რომ ყველას აუწყონ ეს. ისინი არიან იმედის პილიგრიმები, მაგრამ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყველა მოიწვიონ მათთან ერთად სასუფევლისკენ სავალ გზაზე. ამიტომაც აქვთ თანაგრძნობა ყველას მიმართ“ (მონს. მარიო დელპინი, მილანის ეპისკოპოსი)


შეგვიძლია გავხდეთ იმედის პილიგრიმები თუ:


–  ყოველდღიურ ცხოვრებაში ვპოულობთ აზრისა და მომავლის ყველა ნიშანს, ვაფასებთ და მადლობა ვიხდით მცირე ჟესტებისთვიას; ვტოვებთ პესიმისტურ, მწარე, ბნელ, დამარცხებულ ფიქრებს, ისევე, როგორც გულუბრყვილოდ ოპტიმისტურ, ნაივურ, იდილიურ, ილუზორულ ფიქრებს;


–  ვრეაგირებთ მედეგობით, არასდროს ვრჩებით დაცემული, ვდგებით, გზას ვადგებით, ვაძლევთ საშუალებას დაგვეხმარონ; მხარს ვუჭერთ სხვებს, გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით მომწიფებაში, ვეხმარებით სიღრმისეულად განიცადონ განსაკუთრებით რთული გამოცდილებები; ვიცნობთ ჩვენს შეზღუდვებს და მოთმინებით ვართ მათთან; ვურთიერთობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთ გულში ინახავენ გაოცებას;


– ვზრდით იდეალებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ რაღაცისთვის, რაც აღემატება საკუთარ მყისიერებას; ვოცნებობთ სამყაროზე, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ მოვა თუ აწმყოში შენდება, მიუხედავად გაურკვევლობისა: ეს არის ღვთის სასუფეველი;


– ვმწიფდებით თავისუფალი და გაცნობიერებული არჩევანით, რომელიც წარსულის გახსენებით, მიგვიძღვის აწმყოზე ზრუნვისაკენ და მომავლისკენ მიმართავს მას;


– ვფიქრობთ ახალ გზებზე, რომლებიც შეეფერება ახალ კონტექსტს, რომელშიც დღეს აქ, საქართველოში ვმოძრაობთ; ვეძებთ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გამოსავალს ვიპოვით;

ვიწყებთ გარდაქმნის პროცესებს: ეს არის პოლიტიკის კეთების ნამდვილი მნიშვნელობა;


– ვენდობით ღმერთს, ყველაფერს მას ვაბარებთ  ლოცვაში და გვწამს, რომ არსებობს ქმნილება, რომელიც ჩვენთან ერთად განიცდის მშობიარობის ტკივილებს, მაგრამ იზრდება ნელა, თუმცა მუდმივად, მის საბოლოო შესრულებამდე;


–  როგორც წმიდა პავლე, არ ვჩერდებით ბანალურობებსა და საერთო ადგილებზე, არამედ გვსურს გამოვავლინოთ ყველა ხალხის მოწოდება თავისუფლებისაკენ – მიუახლოვდნენ ღმერთს სრული ნდობით იესოს რწმენის მეშვეობით: ეს ნიშნავს მოწმობას.


ქრისტიანს არ შეუძლია დაკმაყოფილდეს იმედის ქონით; მან უნდა გამოასხივოს კიდეც იმედი, იყოს იმედის მთესველი. ეს არის ყველაზე მშვენიერი საჩუქარი, რომლის გაკეთებაც ეკლესიას შეუძლია მთელი კაცობრიობისათვის, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ყველაფერი თითქოს გვიბიძგებს აფრების აკეცვისაკენ. ამაში დარწმუნებულები ვცხოვრობთ თუ არა ჩვენს აწმყოში?


პირველი ნაწილი – ‘იმედით მოგზაურნი’


მეორე ნაწილი – ოპტიმიზმი და იმედი



Комментарии


bottom of page