top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წეროვანში კათოლიკე ეკლესიის სინოდური კრება გაიმართება

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 9 სექტემბერს წეროვანში სინოდური კრება გაიმართება.


ფოტო – 2017 წელი, სინოდური კრება

„ეს შეხვედრა შეგვაძლებინებს უფრო მეტად გავიაზროთ ის ნიჭი, რაც უფალმა მოგვცა ამ წლების განმავლობაში. ნიჭი, რომელიც იქცევა პასუხისმგებლობად და ძლიერ სურვილად, მადლობა ვუთხრათ უფალს ყოველივესთვის, რაც მოხდა, ამიტომ თითოეულ თქვენგანს ვთხოვ, თავისი წვლილი შეიტანოს, რათა ეს კრება იქცეს მნიშვნელოვნად და მოგვცეს ბიძგი სულ უფრო მეტი იმედით ვიყუროთ წინ იმ გზაზე, რომლის გავლასაც უფალი ჩვენგან მოელის“, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ წერილში.


სინოდურ კრებამდე, თბილისის, დასავლეთ საქართველოსა და სამხრეთ საქართველოს დეკანატებში მოსამზადებელი შეხვედრები გაიმართა.


თითოეული დეკანატში შეიკრიბნენ: მღვდლები, ბერ–მონაზვნები, დიაკვნები, სამწყსო საბჭოები, დაინტერესებული პირები და ერთმანეთს გაუზიარეს პასუხები კითხვაზე:

1993 წლიდან დღემდე, ამ 30 წლის განმავლობაში, რა ფაქტები, ეტაპები, ინიციატივები და რეფლექსიები ახსოვდათ, რაც პოზიტიურად აისახა ადმინისტრაციის განვითარებაზე.


როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ სინოდურ კრებაზე მსჯელობა გაიმართება მხოლოდ დადებით ასპექტებზე, შემდგომში კი – სინოდური კრება ამ წლებში არსებულ სირთულეებს, პრობლემებსა და წარუმატებლობებს დაეთმობა.

9 სექტემბერს, წეროვანში სინოდური კრებ 10:45 საათზე დაიწყება. თითოეული დეკანატი წარმოადგენს ქაღალდის დიდ ფორმატზე ჩამოწერილ საკუთარ ნამუშევარს. წარმოდგენილი იქნება ადმინისტრაციის 30 წელთან დაკავშირებული მოხსენება. დაგეგმილია ჯგუფური მუშაობა. ბოლოს კი კრება სამადლობელი მსახურებით დასრულდება.


Catholic.ge


Opmerkingen


bottom of page