top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წიდა პეტრე დამიანი - ეპისკოპოსი და ეკლესიის მასწავლებელიV


წმ. პეტრე დამიანე, ეპისკოპოსი და ეკლესიის დოქტორი, დაიბადა 1007 წელს, იტალიაში, რავენაში, მრავალშვილიან და ღარიბ ოჯახში. ადრეულ ასაკში დაობლდა. მისი აღზრდა დაევალა მის უფროს ძმას, რომელმაც  მის განათლებაზე იზრუნა. იგი ჯერ მშობლიურ ქალაქში, რავენაში სწავლობდა, შემდეგ კი ფაენცასა და პარმაში.

 

მღვდლად ხელდასხმის შემდეგ, პეტრემ უარი თქვა აქტიურ ცხოვრების წესზე და ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით კი, ფონტე აველანში ერემიტების ორდენის აბატი გახდა. მან განაახლა სამონასტრო ცხოვრება. იყო იმპერატორების, ოტო III - ის და ჰენრი IV - ის მეგობარი და პაპების, კლემენტი II - ის, დამასუს II - ის, ლეონ IX - ის და სტეფანე II - ის მრჩეველი.

 

სტეფან II–მ პეტრე დამიანი ოსტიის ეპისკოპოსად და კარდინალად დანიშნა. პეტრე მუშაობდა ეკლესიის შიდა განახლებაზე. იყო პაპის ლეგატი სინოდზე და არაერთხელ შეასრულა მედიატორის როლი.

 

იგი იყო ბიბლიისა და ეკლესიის მამების ნაშრომების დიდი მცოდნე, იყო ასევე ცნობილი იურისტი, კანონისტი. დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მათ შორის 240 ლექსი.

პეტრე დამიანი 1072 წელს გარდაიცვალა.

 

იკონოგრაფიაში წმიდა პეტრე დამიანი გამოსახულია ეპისკოპოსის შესამოსელში, ზოგ შემთხვევაში კარდინალის მანტიაში, ხოლო ზოგან ბერის ჰაბიტში. თავზე კი ადგას მიტრა. მისი ატრიბუტიკაა: ანგელოზი, რომელსაც ხელში უჭირავს კარდინალის ქუდი, კარდინალის მანტია, თავის ქალა და ჯვარცმა.

 

 შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page