top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმიდა აგათა - ქალწული და წამებული

Updated: Feb 5, 2022


5 თებერვალს კათოლიკე ეკლესია წმინდა აგათას მოიხსენიებს.


წმინდა აგათა მე-3 საუკუნის ქრისტიანი წამებულია. იგი ადრე ქრისტიანული პერიოდის წმინდანია.


წმინდა აგათა დაიბადა ჩვენი წელთაღრიცხვით 235 წელს, ეტნას მთასთან ახლოს, წარჩინებულ ოჯახში. ბავშვობიდანვე გადაწყვიტა თავი ღვთის მსახურებისთვის მიეძღვნა. მან ეპისკოპოსისგან მიიღო წითელი შესამოსელი.


იგი ცხოვრობდა იმპერატორ დეციუსის პერიოდში, როცა ქრისტიანები უმოწყალოდ იდევნებოდნენ.


ის ისეთი ლამაზი იყო, რომ იმდროინდელ დიდგვაროვანს, ქინტიანუსს მოეწონა და ცოლობა სთხოვა. უარი რომ მიიღო, საროსკიპოში უკრა თავი.


წმინდა აგატა გამუდმებით ლოცულობდა. მას 30 დღის განმავლობაში ვერავინ მიეკარა და ქალწულად დარჩა. მაშინ განრისხებულმა ქინტიანუსმა ბრძანა დაებათ, გაეშოლტათ, თოკებით მისი სხეული გაეჭიმათ და ბოლოს დაეწვათ. გაჭიმვის წინა დღეს მას რკინის მაშებით მკერდი მოაგლიჯეს.


გადმოცემით, იმ ღამეს მას პეტრე მოციქული გამოეცხადა და ჭრილობები გაუმთელა.


წმინდა აგათა ითვლება მკერდის კიბოთი დაავადებულთა მფარველად და ხატებზე გამოსახავენ ლანგრით ხელში, რომელზეც მისი მკერდი დევს.


წმინდა აგათა დაახლოებით 250 წელს დასაჯეს.

Comments


bottom of page