2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 8 დეკემბრამდე, ერთი წელიწადი გამოცხადდა წმ. იოსების წლად, რომელიც არის ზეციურ წმინდა ოჯახის თავი. ამ წლის განმავლობაში, მორწმუნეებს მიეცემათ საშუალება მიიღონ განსაკუთრებული ინდულგენცია.
მნიშნელოვანი ყურადღება ეთმობათ მათ, რომლებიც პანდემიის პერიოდში იტანჯებიან.
შეგახსენებთ, რომ ინდულგენცია არ ნიშნავს ცოდვების მიტევებას, ინდულგენცია არის აღსარების საიდუმლოს დროს მიღებული დროებითი სასჯელისგან განთავისუფლება. ეკლესიას შეუძლია იგი არა მხოლოდ ცოცხლებისთვის, არამედ მიცვალებულებისთვისაც გამოიყენოს. გაათავისუფლოს ისინი დროებითი სასჯელისგან განსაწმენდელში.
„წმინდა იოსები არის განძი, რომლის აღმოჩენასაც ეკლესია აგრძელებს“, - ნათქვამია წმინდა საყდრის პენიტენციალური უწყების დეკრეტში, რომელსაც ხელს აწერს კარდინალი მაურო პიაჩენცა.
პაპმა ფრანცისკემ ეს წელი მიუძღვნა წმინდა იოსებს, მარიამის დანიშნულს, მისი საყოველთაო ეკლესიის მფარველის გამოცხადებიდან 150 წლისთავზე. აქდან მომდინარეობს პენიტენციარის გადაწყვეტილება. შესაბამისად, წმინდა მამის ფრანცისკეს ნებით, მორწმუნეები მიიღებენ სრულ ინდულგენციას 2020 წლის 8 დეკემბრიდან, 2021 წლის 8 დეკემბრამდე ჩვეულებრივ პრიობებში, რომლებშიც შედის აღსარების საიდუმლო, წმინდა ზიარება და ლოცვა რომის პაპის განზრახვებისათვის.
დეკრეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ, ვინც კოვიდ პანდემიის გამო დაზარალდა. წერია, რომ სრული ინდულგენციის მადლი ვრცელდება განსაკუთრებით „ავადმყოფებზე, მოხუცებზე, მომაკვდავებზე და მათზე, რომლებსაც კანონით გათვალიწინებული მიზეზების გამო, არ შეუძლიათ გარეთგასვლა“. ხოლო მღვდლები ვალდებულები არიან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ შერიგების საიდუმლოს ხშირ აღსრულებას და ხშირად აზიარონ ავადმყოფები.
Comments