top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა კამილო დე ლელისის მოხსენიება – 14 ივლისი



კამილო დე ლელისი დაიბადა 1550 წლის 25 მაისს ბუკიანო დი კიეტეში აბრუცის პროვინციაში (იტალია). მამა, ნეაპლიტანური არმიის კაპიტანი ჰყავდა და ამიტომაც კამილო ბავშვობიდანვე ოცნებობდა სამხედრო კარიერაზე. ახალგაზრდობაში, ვენეციასა და ეპანეთში მსახურობდა. მონაწილეობა მიიღო სახრეთ აფრიკის საომარ მოქმედებებში. ბრძოლაში ორჯერ დაიჭრა და მკურნალობას წმინდა იაკობის სახელობის რომის ჰოსპიტალში გადიოდა.


კამილო ჯარში გატაცებული იყო ბანქოს თამაშით, რის გამოც მთელი თავისი ქონება წააგო. ლუკმა – პურის საშოვნელად მან მუშაობა მაფრედონიის კაპუცინთა მონასტერში, მშენებლობაზე დაიწყო.


1575 წლის 2 თებერვალს კამილომ სულიერი მოქცევა განიცადა.

მას შემდეგ, რაც მონასტერი აშენდა, იგი ამავე მონასტრის ნოვიციატში (ასე ეწოდება მომზადების პერიოდს – მორჩილად ყოფნას, რომლითაც იწყება ცხოვრება სამოწესეო ინსტიტუციაში) შევიდა.


ყველას ახსოვდა ბანქოს მოთამაშე, ღამის ცხოვრებით გატაცებული კამილო და მისმა გარდასახვამ საზოგადოება გააოცა. იგი თვინიერ მორწმუნედ იქცა, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ზრუნავდა ყველაზე და მიზნად დაისახა ყველაფერი ზედმიწევნით შეესრულებინა. ენერგიულად მიიწევდა წინ, რათა წმინდა ფრანცისკეს სულისკვეთება აეთვისებინა. მას უკვე უწოდებნენ ძმა ქრისტოფორს, იქიდან გამომდინარე, რომ გიგანტური სიმაღლის პატრონი იყო. მისი მოწესრიგებულობა ყველას უკვირდა.


ყველაფრის მიუხედავად, კამილოს ცხოვრება უღრუბლო არ იყო. ერთ დღესაც ცხოვრებამ მას ახალი სიურპრიზი მოუმზადა – გაეხსნა ჭრილობა, დაუჩირქდა და ვერანაირი მალამო და მედიკამენტი ვერ დაეხმარა სასურველი შედეგის მისაღებად.


კამილო მონასტერს უნდა გამომშვიდობებოდა. მისი უამრავი თხოვნა, რომ მკურნალობის შემდეგ, კვლავ დაბრუნებულიყო მონასტერში, უშედეგო გამოდგა. შედეგი ვერც მცირე ფრანცისკელი ძმების მონასტრისთვის მიმართვამ გამოიღო.


ერთადერთი, რაც პასუხად მიიღო ის იყო, რომ განუმარტეს: ავადმყოფობის გამო მონასტერში ვერ იქნებოდა.

მაშინ, რა ბედი ელოდა მის მოწოდებას? ღვთის ნებას? – სწორედ ეს კითხვები აწუხებდა კამილოს.


უამრავი დღე და უძილო ღამე გაატარა წმინდა იაკობის საავადმყოფოში, მაგრამ კითხვებზე პასუხებს ვერ პოულობდა. ხშირად საავადმყოფოს თანამშორომლებს ეხმარებოდა და პურისა და მკურნალობის თანხას გამოიმუშავებდა, თუმცა მთელი სულით, გულითა და გონებით კაპუცინთა მონასტერში იყო.


კამილოს ღმერთისგან რაიმე პატარა ნიშანი სჭირდებოდა, რასაც მთელი გულით სთხოვდა, საკუთარ ოთახში, ჯვარცმის წინ ლოცვისას. ფიქრობდა, რომ თუ სნეულებზე იზრუნებდა, ამ ნიშანს მიიღებდა, ამიტომაც გულმოდგინებით ეხმარებოდა მომკავდავებს, სნეულებს, რომლებიც საშინელ მდგომარებაში იყვნენ საწოლს მიჯაჭვულნი. განსაკუთრებით გვერდით ედგა მათ, რომლებისთვისაც უცხო იყო მოვლა, სიყვარული და იმედი.


კამილო გრძნობდა, თუ როგორ იზრდებოდა მასში სიბრალული. უვლიდა სნეულებს და სურდა სრულად მიეძღვნა თავი მათთან მსახურებაში. მის გულისხმიერებას საზღვრები არ ჰქონდა.


ბოლოს, თქვა: “ღმერთს არ სურდა ჩემი ყოფნა კაპუცინთა მონასტერში. რომ მეცხოვრა და მოვმკვდარიყავი ასეთი ცხოვრებით. სწორედ ეს იყო ნიშანი მისგან. მას უნდოდა მემსახურა აქ, ამ ღარიბ და სნეულ ადამიანებთან”. უკვე ნათელი იყო, რომ მისი მოწოდება, მოწყალების ცომი, თავის ხელით უნდა მოეზილა.


დროთა განმავლობაში, კამილო დე ლელისმა საავადმყოფოში დიდი ავტორიტეტი მოიპვა და ერთ–ერთ წამყვან თანამდებობაზეც დაინიშნა.

მან გაატარა რეფორმა და დაქირავებული პერსონალი ჩაანაცვლა მოხალისეებით, რომელბიც მზად იყვნენ ემსახურათ სნეულთათვის. სწორედ ამ შემართებამ მიიყვანა ისინი ორდენის დაარსებამდე. მისმა წინამძღვარმდა, წმინდა ფილიპე ნერიმ დაარწმუნდა კამილო, რომ მიეღო სასულიერო ხარისხი.


სწავლის შემდეგ კამილო ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1584 წელს დააარსა სნეულთა მსახურების საზოგადოება (საძმო), ხოლო 1591 წელს მისი საზოგადოება დაამტკიცა რომის პაპმა სიქსტუს მეხუთემ.

პაპმა გრიგორი მეთოთხმეტემ კი საზოგადოებას მიანიჭა სამონასტრო ორდენის სტატუსი.


კამილიელელები სამ ტრადიცულ სამონასტრო აღთქმასთან ერთად, მეოთხესაც დებდნენ. ეს იყო სნეულთა მსახურების აღთქმა, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასადაც კი.


დღეს კამილიელთა ორდენის წარმომადგენლები მსახურობენ იტალიაში, პოლონეთში, საქართველოში, სომხეთში, მადაგასკარის კუნძულებზე, ჰაიტზე და სხვა ქვეყნებში.


მათი ორდენი იმით გამოირჩევა, რომ მზად არიან ემსახურონ ყველაზე მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებსაც კი, ეპიდემიის დროს და სხვა პერიოდში.


უვლიან უიმედო ავადმყოფებსაც, ცდილობენ ანუგეშონ და შეუმსუბუქონ მათ ტანჯვები.


სწორედ ამიტომაც უწოდებენ მათ “კეთილი სიკვდილის მამებს”.


წმინდა კამილომ მოიხსნა წინამძღვრის მოვალეობები, რათა მთელი თავისი თავი მიეძღვნა სნეულთა მსახურებისთვის.


1614 წელს იგი აღესრულა. 1742 წელს შერაცხულ იქნა ნეტარად, ხოლო 1746 წელს წმინდანად.


წმინდა კამილოს ნაშრომები უმნიშვნელოვანესია მედიცინის სფეროში. იგი დაწვრილებით აღწერდა XVI - XVII საუკუნეების სამედიცინო პრქტიკას.


წმინდა კამილო დე ლელისის მოხსენიებას კათოლიკე ეკლესია 14 ივნისს აღნიშნავს. იგი სნეულთა და მედიცინის მუშაკთა ზეციერ მფარველად მიიჩნევა.


catholic.ge




Comments


bottom of page