29 ივლისს, კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ლაზარესა და მარიამის დას, წმინდა მართას.
წმინდა მართა (I საუკ). წარმოშობით ბეთანიიდან იყო. მას ვიცნობთ, როგორც ლაზარესა და მარიამის დას. მისი ოჯახი იესოსთან მეგობრობდა, უფალი არაერთხელ ესტუმრა მათ სახლს.
წმინდა ლუკა მახარებელი იესოსა და მართას ოჯახის წევრების ერთ-ერთ შეხვედრას დეტალურად აღწერს (ლუკ 10,38-42). მართას მოიხსენიებს იოანე მახარებელიც, როცა ლაზარეს აღდგინების სცენას აღწერს. სწორედ მაშინ აღიარა მართამ იესო, როგორც ღვთის ძე და მესია (იოან. 11, 1-45). იოანე ასევე აღწერს იესოს აღდგომის შემდგომ ვიზიტს ლაზარეს სახლში, სადაც მართა ემსახურებოდა მას. (იოან. 12, 1-11).
წმინდა მართა არის დიასახლისების, სასტუმროს მუშაკების, მზარეულების, დამლაგებლებისა და მცირე ზომის სასტუმროების მფლობელთა მფარველი.
პროვანსული ლეგენდა ამბობს, რომ იესოს ამაღლების შემდეგ, ებრაელებმა ლაზარე, მარიამი და მართა ჩასვეს გემზე შტურვალის გარეშე და გაამგზავრეს ხმელთაშუა ზღვაში.
ღვთის განგებულებით მეშვეობით დასრულდა ეს ამბავი და ისინი საფრანგეთის სანაპიროზე უვნებლები გამოვიდნენ. მარსელთან ახლოს, ერთ-ერთ ქალაქში, ლაზარე სავარაუდოდ, იქაურობის პირველი ეპისკოპოსი გახდა, მართამ ახლომახლო დააარსა ქალთა მონასტერი, ხოლო მარიამმა დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში, სინანულში გაატარა.
იკონოგრაფიაში წმინდა მართა წარმოდგენილია მოკრძალებული მოსასხამით, ხოლო სარტყლის უკან გასაღებების ასხმით. ზოგ შემთხვევაში, იგი ულამაზეს კაბაშია გამოწყობილი და თავზე გვირგვინი ადგას. ასევე არის იკონოგრაფია, სადაც მართას გველეშაპი ჰყავს დამორჩილებული, ან სასხურებლით ასხურებს ნაკურთხ წყალს.
წყარო: pl.aleteia.org
შოთა გიქოშვილი
コメント