top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

წმინდა პაპი პიუს V

წმინდა პაპი პიუს V, იგივე მიქელე კისლიერი, ალექსანდრიუსად წოდებული 1504 წელს, იტალიაში დაიბადა. მისი ცხოვრების უმთავრესი გზამკვლევი იყო ღრმა ქრისტიანული ღვთისმოსაობა.

15 წლისაც არ იყო, როცა დომინიკელთა ჰაბიტი მოირგო, ორდენში კი მისი მიზანი რელიგიური სრულყოფილების ხედვა გახდა. 1528 წელს მღვდლად ეკურთხადა თეოლოგიისა და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. ამ საქმიანობით იგი 16 წელი იყო დაკავებული. ამას გარდა,ორდენში დაკისრებული ჰქონდა სხვა საპასუხისმგებლო საქმე.


1556 წელს, პაპმა პავლე IV -მ იგი ეპისკოპოსად აკურთხა ნეპისა და სუტრის გაერთიანებულ ეპარქიაში, 1557 წელს კი იგივე პაპმა კარდინალის წოდება მიანიჭა. 1559 წელს პაპმა პიუს IV-მ იგი პიემონტეზაში, მონდორის ეპარქიაში გადაიყვანა. 1566 წელს, პაპ პიუს IV-ს გარდაცვალების შემდეგ მოწვეულ კონკლავზე (პაპის არჩევნები), კარლო ბორომეომ შეძლო ყველა კარდინალის გაერთიანება, რათა ხმა მიეცათ კარდინალ ალესანდრიუსისთვის, რომელმაც შემდგომში სახელადპიუს V აირჩია.


ეს ასკეტი ღვთისმოსავი ტრიდენტის კრების შემდეგ მართავდა“პეტრეს ნავს” (ეკლესია). უკვე პაპის ხარისხში მან მოახდინა რომის კონგრეგაციის რეორგანიზაცია და დაიწყო მდიდარ სასულიერო პირებთან, სინონიასთან (საეკლესიო ქონებით ვაჭრობა), ნეპოტიზმთან და ცელიბატის არდაცვასთან ბრძოლა. ეპისკოპოსებსა და მღვდელმსახურებს დააკისრა ე.წ. რეზიდენცია, ანუ მუდმივი საცხოვრებელი ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.


სწორედ მან დაადგინა ეკლესიის დოქტორად წმინდა თომა აკვინელი და მისი ნაშრომების გამოქვეყნების ბრძანება გასცა. თავის მფარველობის ქვეშ აიღო რომაული კატეხიზმოს, კონდაკისა და ლოცვების კრებულის გამოცემა და მოახდინა ეკლესიის ლიტურგიული მსახურების ოფიციალური რეფორმა. გამოაცხადა ინგლისის დედოფალი, ელისაბედის ექსკომუნიკე და მხარი დაუჭირა საფრანგეთის კათოლიკეებს, კალვინისტებთან (ჰუგენოტებთან) ბრძოლაში.


მას ეკუთვნის ქრისტიანულ სახელმწიფოთა ლიგის (საღვთო ლიგა) შექმნა, რომლის ფლოტმაც, იმპერატორ იოჰან ავსტრიელის ხელმძღვანელობით, ლეპანტოს ცნობილ ბრძოლაში (1571) ოსმალეთის იმპერია დაამარცხა. თურქების დამარცხების შემდეგ, პაპმა პიუს V-მ გადაწყვიტა ოქტომბრის პირველი კვირა დღე დაედგინა წმინდა სავარდის დღედ.


ბერობიდან ეკლესიის მწყემსმთავრობამდე იგი ღირსეული ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობდა. 1572 წლის 1 მაისს კი გარდაიცვალა. 1712 წელს, პაპმა ლიმენტ XI-მ წმინდანად შერაცხა.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page