9 მარტს კათოლიკე ეკლესია მოიხსენიებს წმინდა ფრანცისკა რომაელს.
წმინდა ფრანცისკა რომაელი 1384 წელს, რომთან ახლოს პერიონეში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი ძალიან ახალგაზრდა გაათხოვეს და სამი შვილი ჰყავდა.
ნეაპოლის მეფესა და პაპს შორის ომის დროს, განადგურდა ფრანცისკას სასახლე, იგი გაკოტრდა და დარჩა მარტო. მისი ქმარი და შვილი დევნილობაში გაუშვეს.
1413-1414 წლებში ეპიდემიამ რომი გაანადგურა, ხოლო ფრანცისკა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რომში წავიდა და დაავადებულებს ეხმარებოდა.
მისი ქველმოქმედება, ლოცვები და მონანიება იზიდავდა სხვა რომაელ ქვრივებს. მათ ჩამოაყალიბეს წმინდა ბენედიქტეს წესდებაზე დაფუძნებული გაერთიანება.
მესამე შვილისა და ქმრის სიკვდილის შემდეგ, ფრანცისკა მონაზვნის ჰაბიტით შეიმოსა და სანტა მარია ნოვას ტაძართან ახლოს დასახლდა. ამავე ტაძარშია დაკრძალული წინდანი, რომელიც 1440 წლის 9 მარტს, 56 წლის ასაკში აღესრულა. იგი ფლობდა მისტიკის უძლიერეს მადლს.
იკონოგრაფიაში წმინდა ფრანცისკა წარმოდგენილია შავ კაბასა და თეთრ მოსასხამში, თან ახლავს ანგელოზი. იგი ხშირად ხედავდა თავის მფარველ ანგელოზს. ზოგიერთ ხატზე მისი მთავარი ატრიბუტიკაა ვირი, როგორც შრომის, გამძლეობისა და მოთმინების სიმბოლო.
catholic.ge
Comentários