ესპანეთში, ხუთი ბიოლოგიური დიდან ორ წელიწადში ყველა მათგანი მონაზონი გახდა. ამ ისტორიამ ქვეყანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. ცნობილია, რომ ოჯახში ხუთ დას ორი ძმაც ჰყავს.
ხუთივე და სამონაზვნო ინსტიტუტში “Iesu communion”– შევიდა. მათგანპირველი იყოიორდანა, მომდევნო წელს ფრანცისკა და ამადა დე ხესუსი, მომდევნო ორ თვეში, რუთ მარიას ჯერი დადგა, ექვსი თვის შემდეგ კი მეხუთე და, ნაზარეთი შევიდა მონასტერში, რომელიც დებს შორის ყველაზე უფროსია.
ხუთი ბიოლოგიური დისა და მონაზვნის ისტორიას ინსტიტუტმა ვიდეო მიუძღვნა, სადაც ამადა დე ხესუსი ამბობს, რომ ეს მათი ოჯახისათვის დიდი სიურპრიზი იყო. ღმერთმა იმოქმედა,რომ ორ წელიწადში ხუთივე და მონასტერში წავიდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე გოგონები ერთმანეთთან რელიგიურ თემებსა და მოწოდებაზე არ საუბრობდნენ. “ჩვენ არ ვიცოდით, რომ სულიწმინდა აღძრავდა ჩვენში მონაზვნობის ასეთ წყურვილს”.
სამონაზვნო ინსტიტუტი, სადაც დები არიან 2010 წელს ბურგოსის არქიეპისკოპოსის მიერ დაარსდა. იგი ახალგაზრდა ქალების ევანგელიზაციას ემსახურება.
შოთა გიქოშვილი
Comments