top of page
  • catholic.ge
  • YouTube - კანალი
  • კათოლიკური ეკლესია

ხუთი რამ, საადვენტო გვირგვინის შესახებ



კვირას, 28 ნოემბერს ადვენტი დაიწყება. ეს არის შობის მოლოდინის ლამაზი პერიოდი, როცა ყოველ კვირას ინთება სანთელი მოლოდინის, სიფხიზლისა და ლოცვის ნიშნად. რას ნიშნავს საადვენტო გვირგვინი?


გთავაზობთ ხუთ პირობას, რომელიც ყოველმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს საადვენტო გვირგვინის შესახებ.


1. წარმართული ფესვები – ძველად მიღებული იყო, რომ სანთლებს ზამთარში ანთებდნენ, რათა მზის ღმერთისთვის ეთხოვათ დაბრუნებულიყო სინათლითა და სითბოთი. ეს ფაქტი,პირველმა მისიონერებმა ევანგელიზაციისთვის გამოიყენეს და ასწავლიდნენ ხალხს, რომ საადვენტო გვირგვინი უნდა მოემზადებინათქრისტეს მოსვლის მოლოდინისათვის, მისი შობის სადღესასწაულოდ და ეთხოვათ ქრისტესთვის, რომ აღევსო ისინი თავისი ნათლით.


2. წრიული ფორმა საადვენტო გვირგვინს წრიული ფორმა აქვს და იგიღვთაებრივი სიყვარულის სიმბოლოა. წრე გეომეტრიული ფიგურაა, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული. ასევე საადვენტო გვირგვინი გვახსენებს, რომ ღმერთს არა აქვს, არც საწყისი და არც სასრული. სწორედ ამაშია ასახული მისი ერთიანობა და მარადიულობა.


3. მწვანე ფერი – მწვანე ცოცხალი ქრისტეს სიმბოლოა. მწვანე ფერი ცხადყოფს იმედსა და სიცოცხლეს. საადვენტო გვირგვინი მწვანეა და შეგვახსენებს, რომ ქრისტე ცოცხალია ჩვენს შორის. ჩვენი უმთავრესი სურვილი უნდა იყოს უფრო მჭიდრო კავშირის მიღწევა ღმერთთან, ჩვენს მამასთან ანუ ხესთან და მის ტოტებთან.


4. ოთხი სანთელი – სანთლები გვირგვინის განსაკუთრებულობის ნიშანია და წარმოადგენს ადვენტის ყოველ კვირა დღეს. საადვენტო სანთლები ინთება თანმიმდევრულად, კვირიდან კვირამდე. სანთლები გვაძლევენ საშუალებას დავფიქრდეთ ცოდვით გამოწვეულ სიბნელეზე, რომელიც აბრმავებს ადამიანს და აშორებს მას ღმერთისაგან. ღმერთი გვაძლევს ცხონების იმედს, რომელიც ანათებს სამყაროს, როგორც ესოთხი სანთელი.


5. ვარდისფერი სანთელი – ოთხიდან ერთი სანთელი ვარდისფერია. საადვენტო გვირგვინს აქვს სამი იასამნისფერი და ერთი ვარდისფერი სანთელი. ვარდისფერი ინთება ადვენტის მესამე კვირას. იასამნისფერი არის ფხიზლობის, მონანიებისა და მსხვერპლშეწირვის სიმბოლო, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ სათანადოდ მოვემზადოთ იესო ქრისტეს მოსვლისთვის. ვარდისფერი კი გამოხატავს სიახრულს, რომელსაც უფლის შობის მოახლოებისას ვგრძნობთ.


შოთა გიქოშვილი

Comments


bottom of page